დედამიწაზე ნამდვილად არსებობს სიცოცხლე. ეს, ხუმრობა არ არის, არამედ სამყაროში უცხო სიცოცხლის ძიებისთვის საჭირო ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი შედეგია. მეცნიერთა აშშ-ევროპულმა ჯგუფმა, სიცოცხლის გაჩენისთვის დედამიწის ვარგისიანობა ექსპერიმენტულად დაადასტურა, გამოიყენა რა მომავლის კოსმოსური ტელესკოპის შესალებლობები, ტელესკოპისა, რომელიც დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების შესასწავლად უნდა შეიქმნას. პროექტის სახელია LIFE (Large Interferometer For Exoplanets – დიდი ინტერფერომეტრი ეგზოპლანეტებისთვის).
The Astronomical Journal-ში დაიწერა, რომ ტელესკოპის შემადგენლობაში იქნება სინქრონულად მომუშავე ხუთი ცალკეული აპარატი. LIFE, ეგზოპლანეტების ატმოსფეროებს ინფრაწითელ დიაპაზონში დააკვირდება, მათი ქიმიური ანალიზის მიზნით.
კვლევის ჩასატარებლად, მეცნიერებმა, მომავლის ტელესკოპის სიმულატორი შექმნეს, ვირტუალური მახასიათებლების სიმრავლით რეალურთან ახლოს, შემდეგ კი დედამიწის სინთეტიკური ვერსია ობსერვატორიიდან ძალიან შორს განათავსეს. ექსპერიმენტის მიზანია შეისწავლოს ბიოხელმოწერები, ქიმიური ნაერთები ატმოსფეროში, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს. მათ შორისაა, აზოტის ოქსიდი და მეთილირებული ჰალოგენები.
პროექტის მთავარი მიზანია, დედამიწის ზომის 30-50 ეგზოპლანეტის დეტალური შესწავლა და მათი შესაძლო თავსებადობა სიცოცხლის ჩასახვისთვის საჭირო პირობებთან. კვლევა ყურადღებას გაამახვილებს პლანეტურ სისტემებზე, რომლებიც ჩვენგან სულ მცირე 65 სინათლის წლითაა დაშორებული.
სინთეზურ დედამიწაზე წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტელესკოპი LIFE დაეხმარებათ ეგზოპლანეტების ბიოსფეროს აღმოჩენასა და შეფასებაში. ამ ამბიციური სამეცნიერო პროექტის წყალობით, კითხვებზე პასუხები კოსმოსში ჩვენი მარტოხელა ადგილის შესახებ შეიძლება რეალობად იქცეს.