მეტეორის ხმა თუ გაგიგონიათ? ჩვეულებრივ, სიშორის გამო, მათი ხმა არ გვესმის. თუმცა, მეტეორი იონიზაციის კვალს წარმოქმნის, რომელიც შორეული რადიოსადგურების სიგნალებს ირეკლავს და ფონურ ატმოსფერულ ხარვეზებს შორის, მათი ხმის წამიერი გაელვება ჩვენს რადიომიმღებში გაისმება ხოლმე. წარმოდგენილი ვიდეოს დასაწყისში ოთხი ბოლიდის ელვარე კვალია ნაჩვენები, შემდეგ კი რეალურ დროში ჩაწერილი რადიოანარეკლები მათ მიერ გაჩენილი იონიზაციური კვლებიდან. დედამიწისკენ მიმართული კვალი, მეტეორის ვარდნის ადგილისკენ მიგვითითებს (თუ სულ არ დაიწვა), ხოლო ისევ კოსმოსისკენ მიმართული კვალი, ასტრონომებს იმ კომეტებისა და ასტეროიდების იდენტიფიცირებაში ეხმარება, რომლებიდანაც ეს პატარა ფრაგმენტები მოდის (მეტეორული ნაკადები).
მეტეორები და ბოლიდები: სინათლე და ხმა
Posted by