“ლამაზი ნისლეული, სასწორსა და გველს შორის…” – ასე აღწერდა 18-ე საუკუნის ასტრონომი შარლ მესიე მის მიერვე შედგენილ კატალოგში მეხუთე ნომრით შეყვანილ ობიექტს. მესიეს, ის გადღაბნილი, მრგვალი და უვარსკვლავებო მოეჩვენა, თუმცა ახლა ვიცით, რომ M5 – სფერული ვარსკვლავთგროვაა, რომელშიც გარავიტაციით დაკავშირებული 100 ათასზე მეტი ვარსკვალია თავმოყრილი, სივრცეში, რომლის ზომა 165 სინათლის წელია. გროვამდე მანძილი 25 ათასი სინათლის წელია. ჩვენი გალაქტიკის ჰალოში მოგზაური სფერული გროვები ყველაზე ხნიერი ობიექტებია. M5 კი მათ შორის ყველაზე ხნიერი – 13 მილიარდი წელი (მაინც რა ასაკისაა სამყარო?). ამ მკაფიო ფერად გამოსახულებაზე, ბებერი წითელი და ცისფერი გიგანტები გროვის მჭირდრო ცენტრთან ახლოსაც დაიმზირება, ჩანს “გაახალგაზრდავებული” ცისფერი მოხეტიალეებიც (ვარსკვლავი).
მესიე 5
Posted by