მენციერთა საერთაშორისო ჯგუფის აზრით, რამდენიმე მილიონი წლის შუალედით, მარსმა, ასტეროიდების ვარდნით წარმოქმნილი მინიმუმ ორი კოლოსალური წყლის ტალღა გადაიტანა(Scientific Reports).
ამ ასტეროიდების ვარდნის მერე, დაახლოებით 30 კილომეტრის ზომის კრატერები გაჩნდა, ხოლო წარმოქმნილმა ტალღებმა ათეულობითა და ასეულობით კილომეტრი ტერიტორია ჩაძირა. უკან სვლის დროს, წყალმა იმ ლანდშაფტის ფორმრიება მოახდინა, რომელსაც ახლა ვხედავთ.
პირველი კატასტროფა, კლიმატის გლობალურ ცვლილებამდე ცოტა ადრე მოხდა, ხოლო მეორე, უკვე კარგად გაცივებულ პლანეტაზე. გაცივებულ ვაკეებზე უკან დინებისას, წყალი გაიყინა და ახლაც იქ არის. სწორედ ამ რეგიონებში აპირებენ მეცნიერები სიცოცლხის ძებნას(”ეგზომარსი – 2016” – სტარტი – 14 მარტი).
პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე ე.წ. არაბეთისა და ქრისის ვაკეების შესწავლისას აღმოჩენილი იქნა გეოლოგიური ფენომენები, რომელთა ახსნაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა: ფერდობი ღრმა არხებით, რომლებშიც წყალი თითქოს ზევით მიედინებოდა. დედამიწაზე ასეთი ღრმულები ცუნამის შედეგად ჩნდება.
უკანასკნელი 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში, მზიდან მეოთხე პლანეტამ არა მარტო ოკეანე(მარსის წყლიანი წარსულის საიდუმლო), არამედ ატმოსფეროც დაკარგა(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?)(ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”).