კოსმოსში არსებულმა ნაგავმა შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვიქმნას!

 მართალია, ჰოლოვუდის მიერ შექმნილი ფილმი „გრავიტაცია“ მხოლოდ  ფილმია, nagavi 2მაგრამ მსგავს საფრთხეს შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში წავაწყდეთ. კოსმოში უსარგებლოდ გაბნეულმა ნაგავმა შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვიქმას, ეს სულაც არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ამიტომ საჭიროა ღონისძიებების დაუყოვნებელი განხორციელება ამ პრობლემის გადასაჭრელად. შეერთებული შტატების კონგრესის მეცნიერული პალატის წარმომადგენლებმა საჯარო პრესკონფერენციები უკვე გამართეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დედამიწის ორბიტასთან საკმაოდ ახლოს 23 000 ნამსხვრევი ლივლივებს, თუმცა ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 მილიონი პატარა ნამსხვრევია და მათი მოძრაობის სიჩქარე 28 000კმ/სთ-ს უტოლდება.

 2007 წელს ჩინეთმა კოსმოში სატელიტი გაანადგურა, რომელიც მხოლოდ ტესტირებისთვის იქნა გაშვებული და რომელიც გადანგურების შემდეგ უამრავ პატარა ნაწილებად დაიშალა, ასევე დიდი შეჯახება მოხდა ამერიკის სატელიტსა და რუსულ მკვდარ სატელიტს შორის. სწორედ მსგავსი ნაგავი ქმნის დიდ საშიშროებას არა მხოლოდ დედამიწისთვის, არამედ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვისაც. კოსმოსური ნაგვის მოსაშორებლად მეცნიერები სხვადასხვა მეთოდებს იგონებენ:

ნანო სატელიტი, რომელიც რამდენიმე ერთმანეთან დაკავშირებული ნაწილებისგან შედგება და რომელიც უვარგისს სატელიტს დედამიწის მაგნიტური ველით დაამუხრუჭებს;

 მზიური იალქანი, რომელიც ნაგავს დედამიწის ყველაზე დაბალ ორბიტაზე გადაიყვანს. მისი გამოცდა 2011 წელს მოხდა, თუმცა ის, ჯერ კიდევ მზადების პროცესშია;

nagavi 4 ეს მეთოდი ტეხასის უნივერსიტეტის ჯგუფმა წარმოადგინა – კოსმოსური ცოცხი, რომელიც კოსმოსურ ნაგავს მოაგროვებს და დედამიწისკენ ჩახვეტავს;

 იაპონიის აერონავტიკის სააგენტომ ელექტრო მისაბმელი შეიმუშავა, რომელიც უვარგისი სატელიტების მოძარაობის სიჩქარეს შეანელებს, რის შემდეგაც ისინი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვებიან. მისი გაშვება 2015 წლისთვის იგეგმება;

 “ქლინსფეის უან“ ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, 2018 წლისთვის გიგანტური რეაქტიული საჰაერო ხომალდის გაშევბა გადაწყვიტა, რომელიც ნაგავს შეაგროვებს, გიგანტურ კონტეინერში მოათავსებს და დაბალი ორბიტისკენ წაიღებს, სადაც უკვე იცით რა ბედიც ეწევა მათ;

 ნამსხვრევების მოგროვების სხვადასხვა ხერხებია წარმოდგენილი, საცეცების,ბადეების თუ სხვადასხვა რობოტ მანქანების საშუალებით. იმედია, საკმარისი დაფინანსება სწრაფად მოიძებნება, სანამ კოსმოსური ნაგავი დიდ თავსატეხს გაგვიჩენდეს.

ვინ უფრო ანაგვიანებს კოსმოსს?

 ა.შ.შ-სა და რუსეთის ბალისტიკური სამსახურები დაბალ ორბიტაზე არსებული ნაგვის რაოდენობის შეფასებაში ვერ თანხმდებიან.

 17 119 ობიექტს შორის სიაში 1321 მოქმედი აპარატიცაა, ასევე ამაჩქარებელი ბლოკები, რაკეტების საფეხურები და კოსმოსური ტექნიკის ფრაგმენტები. 6260 ობიექტი რუსეთს ეკუთვნის, 4555 – ა.შ.შ-ს, 3632 კი ჩინეთს. მოქმედი აპარატების რაოდენობით ა.შ.შ. ლიდერობს – 417, მეორე ადგილზე რუსეთია – 130, მესამეზე კი ჩინეთი – 129.

 სხვა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ნასას ჯონსონის კოსმოსურმა ცენტრმა წარმოადგინა, 2014 წლის 31 დეკემბრისთვის ამერიკელებმა 16 906 ობიექტი დაითვალეს ორბიტაზე, რომელთა შორის 3881 მოქმედი და ფუნქცია დაკარგული თანამგზავრია. ნაგვის რაოდენობაში კი რუსეთი(სსრკ-ს ჩათვლით) ლიდერობს – 6351, ა.შ.შ – 5038, ჩინეთი 3756 ობიექტი.

2 comments

  1. ეს მკვდარი სატელიტები რო ბრძანებით ატმოსფეროში შემოუშვან შესაძლებელი არა ?

  2. თუ მუშაობს და საწვავი აქვს დარჩნილი კი, მაგრამ ძირითადში სულ ნამსხვრევები და ფრაგმენტებია გაფანტული…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.