ცოტა ხნის წინათ აღმოჩენილი კოსმოსური ნამსხვრევი WT1190F, ორი მიზეზის გამო არის საინტერესო: მისი ტრაექტორიის გამოთვლა შესაძლებელია და ამასთან ერთად, მთვარის ორბიტის მიღმა მოძრაობს.
WT1190F პირველად 2015 წლის ოქტომბერს აღმოაჩინეს, დედამიწასთან ახლოს მოძრავი, 140 მეტრზე მეტი ზომის ასტეროიდებზე თვალთვალის პროგრამით. საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ასრონომებმა მისი ტრაექტორიის გამოთვლა შეძლეს.
WT1190F ძალიან წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, დედამიწა-მთვარეს შორის არსებული მანძილის ტოლფასი დიამეტრით. დედამიწაზე ვარდნა 10:20 საათზე მოხდება, შრილანკას სამხრეთ სანაპიროდან 65 კილომეტრში. მისი დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება, თუმცა, ასტრონომები ადგილობრივ მეთევზეებს სიფთხილისკენ მოუწოდებენ.
ობიექტის ზომა 2 მეტრამდე უნდა იყოს, აქვს დაბალი სიმკვრივე, ალბათ, შიგნიდან ცარიელია. ყველა ეს მონაცემი მის ხელოვნურ წარმოშობაზე მეტყველებს. ”ეს არის კოსმოსური ისტორიის მოჩვენება, რომელიც უკან გვიბრუნდება” – ამბობს ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდაუელი. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს აპოლონების დროინდელი რაკეტის საფეხურთან ან შალითასთან.
WT1190F-ის მსგავსი ოცზე მეტი ობიექტია ცნობილი, თუმცა, ეს ერთად-ერთია, რომელიც ახლო მომავალში უკან უნდა ჩამოვარდეს. ვარდნის მონიტორინგისთვის მეცნიერთა დიდი ჯგუფი იკრიბება. ამ პროექტზე ენთუზიასტები მუშაობენ, რადგან ა.შ.შ-სა და ევროპის ბიუჯეტი, შორეულ ორბიტებზე მოძრავი ნაგვის თვალთვალის დაფინანსებას არ ითვალისწინებს(J002E3 – ასტეროიდი თუ…?; ვინ უფრო ანაგვიანებს კოსმოსს?).
httpv://youtu.be/lsRwQj6061I