ერთი კოლომეტრის ზომის თოვლის გუნდა, ხანგრძლივპერიოდიანი (∼ 50 000 წლი) კომეტა C/2022 E3 (ZTF), უახლოვდება რა მზეს და დედამიწას, ელვარებას უმატებს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები, სავარაუდოდ, სუფთა და კარგად ჩაბნელებულ ცაზე, ბინოკლის გარეშეც შეძლებენ მის დანახვას. ამ გამოსახულებაზე, მას სამი მოცისფრო იონური კუდი აქვს, რომლებიც კომეტის ყინულოვანი ბირთვიდან ამოფრქვეულ იონებზე მზის ცვლადი “ქარის” ზემოქმედებით გაჩნდა. თეთრი მტვროვანი კუდი კი გაცილებით მოკლეა. ბირთვის გარშემო წარმოქმნილი კომა მომწვანოა, რაც მისი შემადგენელი ნახშირბადის ნათებით არის გამოწვეული. თებერვლის მოახლოების მერე (1 თებერვალი, 42 მლნ.კმ), სავარაუდოდ, კომეტის სიკაშკაშე შემცირდება (კომეტები). ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი ფეისბუკზე.
კომეტა C/2022 E3 (ZTF)-ის კუდები
Posted by