ეს ხანგრძლივპერიოდიანი კომეტა, რომელიც ახლა მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ მოძრაობს, ამრიკელმა ასტრონომმა, გრეგორი ლეონარდმა, 2021 წლის 3 იანვარს აღმოაჩინა, პერიჰელიუმამდე 1 წლით ადრე. მაშინ, კომეტამდე მანძილი 5 ასტრონომიული ერთეული იყო (750 მლნ.კმ.). ეს არის ადგილი, სადაც გაყინული მეთანოლი და წყალი სუბლიმაციას იწყებს, ანუ მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირადში გადადის, კომეტის კუდი უფრო შესამჩნევი ხდება. მისი ორბიტა რეტროგრადულია, ანუ მოძრაობს მზის სისტემის პლანეტებისა და უმრავლესობა დანარჩენი სხვა ციური სხეულების საწინააღმდეგო მიმართულებით მზის გარშემო. 12 დეკემბერს, კომეტასა და დედმაიწას შორის მანძილი 35 მლნ.კმ. იქნება, ხოლო 18 დეკემბერს — 4,2 კილომეტრი ვენერამდე. პერიჰელიუმი, ანუ მის ორბიტაზე მზესთან უახლოესი წერტილის გავლა — 2022 წლის 3 იანვარი. ამ წლის დეკემბერს კი შეუიარაღებელი თვალით დამზერადიც შეიძლება გახდეს.
C / 2021 A1 (ლეონარდი)-ის მზის გარშემო მოძრაობის პერიოდი 80 000 წელი იყო, ანუ 40 000 წლის წინათ მზის მიმართულებით მოძრაობა მან 550 მილიარდი კოლომეტრის მანძილიდან დაიწყო (3 700 ა.ე.). პერიჰელიუმის გავლის მერე, კომეტა ამოგდებული იქნება მზის სისტემიდან (კომეტა C/2020 FЗ (NEOWISE) გამოჩნდა).