კომეტა ელენინის კომის ზომა

ახალი ფოტოების საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს კომეტის კომის დიამეტრის გაზომვა – მტვრისა და გაზის ღრუბელი, რომელშიც ეს ციური სხეულია ჩაფლული, ამ შემთხვევაში მან 200 000 კილომეტრი შეადგინა. კომა მზესთან მიახლოებასთან ერთად ჩნდება, როცა მნათობის სითბო კომეტის ყინულოვანი ზედაპირის გადნობას იწყებს.

 

ფოტო STEREO B(Solar Terrestrial Relations Observatory-მზისა და დედამიწის ურთიერთქმედების შემსწავლელი ობსერვატორია)-ზე დაყენებულმა კამერა HI2-B-მ გადაიღო. ამ ზონდების მთავარი დანიშნულებაა მზის ამოფრქვევებზე დაკვირვება.

 ზონდები კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს. ისინი მზის გარშემო იგივე ორბიტაზე მოძრაობენ, რომელზეც მოძრაობს დედამიწა(როგორც ტროელი ასტეროიდები), იმავე კუთხური სიჩქარით, ოღონდ ერთი თანამგზავრი დედამიწას წინ ასწრებს, მეორე კი ჩამორჩება მას. 2011 წლის თებერვლიდან აპარატები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განლაგდნენ, რაც მათ მზის 3D-ში ”დანახვის” საშუალებას იძლევა.

 ელენინის კომეტა, ოფიციალური სახელით C/2010 X1, 2010 წლის დეკემბერში ასტრონომმა ლეონიდ ელენინმა აღმოაჩინა. 2011 წლის 16 ოქტომბერს ციური სხეული დედამიწას 34,9 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.