კოლაიდერზე 2011 წლის შემეცნებითი პროგრამის პროტონული ნაწილი დამთავრებულია

ამაჩქარებლის პიკური ნათობა ნომინალურის 35% შეადგენდა და ის 2012 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ყველა ძირითად დეტექტორზე საკმარისზე მეტი სტატისტიკა დაგროვდა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ გვერდზე LHC Statistics. ამ სტატისტიკის საფუძველზე მიღებული პირველი შედეგების შესახებ საჯარო განცხადებები ნოემბრის ბოლოს, სპეციალურ პრესკონფერენციებზე გაკეთდება.

უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალისტები კოლაიდერის ტესტირებებს ჩაატარებენ მისი კიდევ უფრო ინტენსიური პროტონული კონების შეჯახების რეჟიმზე გადასასვლელად, რომელიც 2012 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო ამის შემდეგ ამაჩქარებელს ატომური ბირთვების შეჯახებებისთვის მოამზადებენ. ტყვიის ბირთვების შეჯახებების რეჟიმში, 14 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, გასულ წელს დაგროვილ მონაცემებზე რამდენიმეჯერ მეტი სტატისტიკა დაგროვდება. ამის მერე კი ამაჩქარებელი(LHC) 2012 წლის იანვრამდე გაჩერდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.