გალაქტიკათა გროვები(კლასტერი), სამყაროს ყველაზე უფრო გრანდიოზული სტრუქტურებია, რომლებიც გავარვარებული გაზის ღრუბლებში “ბანაობენ”. გარდა ამისა, გალაქტიკათა გროვები ბნელი მატერიის კონცენტრაციის ადგილებია. თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, ასეთ გროვებს მკვრივი ბირთვი უნდა ქონდეს, ყველაზე უფრო მასიური გალაქტიკით ცენტრში, რომელიც ამ წერტილს არ ტოვებს.
ათამდე კლასტერის შესწავლის მერე, დევიდ ჰარვიმ და მისმა ჯგუფმა(შვეიცარიის ფედერალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ლაბორატორია ლოზანაში), ასევე კოლეგებმა საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან აღმოაჩინეს, რომ ცენტრში ჩვეულებრივი მატერიის კონცენტრაცია მოდელებით ნავარაუდევზე გაცილებით დაბალია. თან არც გროვის ცენტრალური გალაქტიკაა უძრავი, დაბალი სიჩქარით, თუმცა მაინც გადაადგილდება.
ყველა კლასტერი შეიცავს ერთ გალაქტიკას მაინც, რომელიც დანარჩენებისგან თავისი მაღალი ელვარებით გამოირჩევა. მათ “გროვის ყველაზე კაშკაშა გალაქტიკებს” უწოდებენ(brightest cluster galaxy, BCG). მოდელირების შედეგები, რომლებშიც ბნელი მატერიის ზემოქმედებაც არის გათვალისწინებული, იმაზე მიუთითებს, რომ BCG-გალაქტიკა რხევით მოძრაობებს უნდა აკეთებდეს, მაშინ, როცა დანარჩენები დასტაბილიზირდნენ. ეს ნარჩენი რხევებია, გამოწვეული დიდი ხნის წინათ ორი კლასტერის ერთ დიდ კლასტერად გაერთიანების დროს.
მკვლევარებმა რეალური დამზერით მიღებული მონაცემები, კოსმოლოგიური ჰიდროდინამიკური მოდელებით(BAHAMAS) გამოთვლილ შედეგებს შეადარეს და მთელი რიგი განსხვავებები გამოავლინეს. სტანდარტული მოდელის მიხედვით, ყველა კლასტერის ცენტრში მდებარე ცივი ბნელი მატერიის სქელი გროვები, არც თვითონ უნდა ირხეოდეს და არც სხვა ობიექტებს უნდა აძლვდეს ამის საშუალებას, რადგან მთელი კლასტერი გრავიტაციის ძალით ყავს გამოჭერილი. დრეიფის(ნელი მუდმივი გადაადგილება) მდგომარეობაში მყოფი BCG-გალაქტიკები, მეცნიერთათვის უცნობ ფიზიკურ პროცესზე მიუთითებს, რომელიც კლასტერებში მიმავალ უჩვეულო პროცესებს განაპირობებს.
გალაქტიკათა გროვებისა და მათში მიმავალი პროცესების დეტალური შესწავლა, გრავიტაციული ლინზირების ხარჯზე მოხდა. გროვის შიგნით მომხდარი მოვლენები მის მიერვე შექმნილ გრავიტაციულ ლინზაზე აისახება, რითაც მასში ბნელი მატერიის განაწილების რუკის შედგენაა შესაძლებელი, გროვის ცენტრის მოძებნა და BCG-გალაქტიკის რხვებზე დაკვირვება.
“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ BCG-გალაქტიკები, გროვის ცენტრის ქვედა ნაწილის გარშემო “წრიალებენ, რაც ამ ადგილზე დიდი რაოდენობით მატერიის არსებობაზე მიუთითებს. იმის გამო, რომ ცენტრში ჩვეულებრივი მატერიის მცირე რაოდენობაა, ეს ფაქტი, იქ ბნელი მატერიის ეგზოტიკური ფორმის სქელი “ღრუბლის” არსებობის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს” – ამბობს დევიდ ჰარვი.
მეცნიერები დამატებითი კვლევების ჩატარებას სხვადასხვა გზით მიღებული მონაცემების შესწავლით გააგრძელებენ, მათ შორის დამზრის პროგრამით “ევკლიდე”. ამით ისინი ეცდებიან დაზუსტონ, BCG-გალაქტიკების რხევა “ახალი ფიზიკის” გამოვლინებაა თუ აქამდე უცნობი ასტროფიზიკური მოვლენა(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade); პრემია ბნელი მატერიისგან; კიდევ ბნელი მატერიის შესახებ).