ამერიკის სამხედრო თავდაცვაზე მომუშავე კომპანიის – Lockheed Martin, ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ უცხოპლანეტელები უკვე ესტუმრნენ დედამიწას და ადამიანთან კონტაქტში შევიდნენ.
როგორც გაზეთი New York Daily News იუწყება, სიკვდილამდე(2014 წ. 7 აგვისტო) მცირე ხნით ადრე, ამერიკელმა მეცნიერმა ბოიდ ბუშმანმა აღიარა, რომ საიდუმლო სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე – ”ზონა 51”, პირადად შეხვდა უცხოპლანეტელებს, რომ, მთავრობა არამიწიერ ტექნოლოგიებს მალავს, ერთ-ერთი მათგანია ანტიგრავიტაცია. 78 წლის ბუშმენის ინტერვიუ YouTube-ზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით, საავტორო უფლებების დარღვევის გამო წაშალეს.
ბუშმანს Lockheed Martin-ის რამდენიმე დაპატენტებულ გამოგონებას მიაწერენ – მაგნიტური ამძრავი, საძიებო სინათლის სხივი, თერმულად აქტივირებადი ელექტროკვების წყარო და სითბური გამოსხივების აღმომჩენი.
ბუშმანმა თქვა, რომ ამერიკელები და მომხვდურები არამიწიერი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე 24 საათი მუშაობენ, ხოლო ეს მომხვდურები პლანეტა ქუინთუმნიადან არიან. დედამიწაზე მოსაღწევად მათ 45 წელი დასჭირდათ. ადამიანებთან დამოკიდებულების მიხედვით, ისინი ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. მეცნიერის თქმით, მან 1,5 მეტრი სიმაღლის არსებები ნახა, ასაკით 230 წელი. უცხოებს გრძელი თითები აქვთ, აპკით მათ შორის ფეხებზე და ტელეპატიურად საუბრობენ.
ბუშმანის განცხადებას ზოგი ენთუზიაზმით შეხვდა, ზოგიც ცინიკურად. ექსპერტთა თქმით, ფოტოებზე წარმოდგენილი არსებები ძალიან ჰგვანან თოჯინებს, რომლეთა ყიდვა მაღაზიაში არის შესაძლებელი. სხვები ამბობენ, რომ ის მართლაც მონაწილეობდა არამიწიერ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში, რაც სიცრუის დეტექტორზე ჩატარებული ტესტებით მტკიცდება.
Lockheed Martin-ი კომენტარისგან თავს იკავებს(ბილ ქლინთონი უცხოპლანეტელებზე საუბრობს; WOW და სხვა სიგნალები…; ანომალური მოვლენები).