სამყაროში ჩვენი მარტოობის მთავარ მტკიცებულებად, უცხო ცივილიზაციებისგან გამოგზავნილი რადიოსიგნალების არ არსებობა ითვლება. თუ ირმის ნახტომის რუკას შეხედავთ, ამ არგუმენტის უსუსურობაში დარწმუნდებით.
ადამ გროსმანის (The Dark Sky Company) მიერ შედგენილი რუკა, ჩვენი გალაქტიკის გიგანტური ზომების აღქმაში დაგეხმარებათ. მისი დიამეტრი 100 000 – 180 000 სინათლის წელია. ანუ, გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორემდე მიღწევას რადიოგამოსხივება 100 ათასი წელი უნდება. ახლა კი გავიხსენოთ, რომ ჩვენმა ცივილიზაციამ საუკუნეზე მცირე ხნის წინ დაიწყო რადიოკავშირის გამოყენება. რუკაზე დატანილი ცისფერი წერტილი(იხ. ფოტო), 200 სინათლის წლის დიამეტრით, ის პატარა სივრცეა დედამიწის გარშემო, რომლის კიდემდეც ჩვენ მიერ სულ პირველად გაგზავნილმა რადიო გამოსხივებამ მიაღწია(ირმის ნახტომის ზომის 0,001%). ეს სიგნალი რომ მიიღოს, უცხო ცივილიზაცია ამ რადიუსში უნდა იყოს, თან სიგნალიც მათკენ მიმართული უნდა აღმოჩნდეს, რაც წარმოუდგენელი ამბავია.
არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის პროგრამა – SETI (WOW და სხვა სიგნალები…), კოსმოსიდან მოსული სიგნალების მუდმივ მონიტორინგს ახდენს, მაგრამ ჩვენი გალაქტიკის ზომების გათვალისწინებით, ამის კეთება კიდევ ათეულობით ათასი წელი მოუწევს. თუ არ გაგვიმართლა და ისინი გალაქტიკის შორეულ კუთხეებში ცხოვრობენ, მხოლოდ დიდი დროის გასვლის მერე გვექნება შანსი იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკური მეზობლებისგან გამოგზავნილი სიგნალები მივიღოთ (სეთ შოსტაკის ვრცელი ინტერვიუ; ტექნოსიგნალები: რა შეიძლებოდა გამოგვრჩენოდა?; კიდევ 1500 წელი უნდა ველოდოთ?!; კიდევ თემასთან დაკავშირებით).