კოსმოსის კვლევის იაპონურმა სააგენტომ(JAXA) ახალი თანამგზავრის წარმატებული სტარტი განახორციელა. სატელიტი დაბალ ორბიტაზე დაეშვება, რისთვისაც ის ჩვეულებრივ ძრავებზე 10-ჯერ ეფქტურ(ასეთი სიმაღლისთვის) ახალი ტიპის იონურ ძრავას გამოიყენებს. ”ცუბამე” მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300 კილომეტრის სიმაღლეზე დაეშვება, ახლა კი 480 კილომეტრზეა, სადაც ის რაკეტა მატარებელმა აიტანა(2017 წლის 23 დეკემბერი, კოსმ. ცენტრი ტანეგასიმა)(5 ყველაზე დიდი კოსმოდრომი).
400 კილოგრამიანი თანამგზავრი პროგრამა SLATS(ზედაბალი სიმაღლის საცდელი სატელიტი)-ის ნაწილია, რომლის ჩარჩოებში ხდება დედამიწის ზედაპირის მაღალი ხარისხით გადაღება და ატმოსფეროს ზედა ფენებში ატომური ჟანგბადის კონცენტრაციის დადგენა.
”ჩვეულებრივ პირობებში ჟანგბადი ორი ატომის კავშირს წარმოადგენს. თუმცა, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და რადიაციის ზემოქმედება მას ატომურ ჟანგბადად შლის, რომელიც საკმაოდ აქტიურია და ნებისმიერ მასალას დაშლის, რომელსაც შეეხება” – ამბობენ JAXA-ს წარმომადგენლები. ატომური ჟანგბადისგან დასაცავად SLATS-ი მედეგი მასალით არის დაფარული, რომლის გამოცდა ამ პროგრამის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ დაბალ ორბიტაზე მფრენ SLATS-ზე მოქმედი ჰაერის წინააღმდეგობის ძალა, ზედაპირიდან 600-800 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავ თანამგზავრებზე მოქმედ დამამუხრუჭებელ ძალაზე ათასჯერ მეტია. სტაბილური ორბიტის შესანარუნებლად, თანამგზავრი ახალი ტიპის იონური ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც საწვავად ქსენონს იყენებს. გამწევი ძალა რკინის მონეტის მასის ექვივალენტურია, თუმცა სრულიად საკმარისი, ჰაერის წინააღმდეგობის დაძლევისა და აპარატის სტაბილურ ორბიტაზე შენარჩუნებისთვის(ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია).