NASA-ს კუთვნილი ზონდი ”ინსაით”, მისიის მთავარი ნაწილის დაწყებისთვის ემზადება. აპარატმა მარსის ზედაპირზე მეორე ინსტრუმენტიც გადადგა, რომლის საშუალებითაც წითელი პლანეტის შინაგანი აღნაგობისა და შემადგენელის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიპოვოს. საუბარია მოწყობილობაზე – ”სითბური ნაკადისა და ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლი ნაკრები” (Heat Flow and Physical Properties Package (HP3)), რომელიც ახლა ადრე გადადგმული სეისმომეტრიდან 1 მეტრშია მოთავსებული.
ხუთმეტრიანი ხვრელის ბურღვა რამდენიმე დღეში დაიწყება. აპარატებმა ”სფინქსი” და ”ვიკინგ-1”, 18 და 22 სანტიმეტრზე გაბურღეს, რაც უმნიშვნელო სიღრმა. საჭირო სიღრმეზე ჩასვლის მერე, მასში მოთავსდება მოწყობილობა ”თხუნელა” – 40 სანტიმეტრიანი წაწვეტებული მექანიზმი, რომელიც დასაშვებ მოდულთან სადენებით არის დაკავშირებული.
სადენებზე ინტეგრირებული გადამწოდებით (სენსორი, ”დატჩიკ”) ტემპერატურა გაიზომება, ხოლო ”თხუნელა” სითბური ნაკადების შესწავლით დაკავდება. მიწისქვეშ მოქცეული ინსტრუმენეტები, დღე-ღამისა და სეზონური ცვლილებების ზემოქმედებისგან იქნება იზოლირებული.
ბურღვა ეტაპებად მოხდება, ყოველ 2 დღეში 50 სანტიმეტრი, რათა ხახუნით წარმოქმნილი სითბო ბოლომდე გაიფანტოს და ხარვეზები არ შექმნას. ამის მერე, ხვრელში ხელოვნურად შენარჩუნდება ტემპერატურა მაჩვენებლით 10 გრადუსი და პლანეტის ქანების სითბოგამტარობა გაიზომება.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ბურღს გზაზე რაიმე კლდოვანი წარმონაქმნი არ გადაეღობება. თუ მინიმალურად აუცილებელ 3 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა ვერ მოხერხდა, გაზომვები 1 მარსული წელი გაგრძელდება (2 დედამიწისეული წელი. როგორ დგება მარსის კალენდარი?).
”ზონდის მასა მცირეა, სიმძლავრე კი Wi-Fi-როუტერისაზე ნაკლები. ათასობით დარტყმის ამტანი მოწყობილობის შექმნას დიდი დრო და ძალისხმევა დაჭირდა. ამ ბოლო ვერსიამ კი თავისი ეფექტურობა და საიმედოობა დაამტკიცა ” – ამბობს HP3-ის შექმნაზე მომუშავე ჯგუფის წევრი ტროი ჰადსონი (JPL – რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია). (ხმები და სინათლე მარსზე “ინსაითისგან”).