2015 წლის 16 ივნისს, გრინვიჩის დროით 15:39(თბილისი 19:39) საათზე, დედამიწასთან ახლოს ასტეროიდი იკაროსი ჩაივლის. ამ დროს, ობიექტსა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 8 მილიონი კილომეტრი იქნება, 21-ჯერ მეტი დედამიწა-მთვარეს შორის მანძილზე, ანუ არ არის საშიში.
იკაროსის მოახლოება ყოველ 9, 19 და 38 წელიწადში ერთჯერ ხდება. შემდეგი რეკორდული მოახლოება 2090 წლის 14 ივნისს მოხდება – 6,5 მილიონი კილომეტრი.
იკაროსი, აპოლონების ჯგუფის ასტეროიდია(საშიშროება კოსმოსიდან). ის, გერმანელმა ასტრონომმა ვალტერ ბაადემ ა.შ.შ-ს პალომარის ობსერვატორიიდან 1949 წელს აღმოაჩინა და ერთ-ერთ პირველად აღმოჩენილ, დედამიწის მახლობლად მოძრავ ობიექტად ითვლება(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)). მისი დიამეტრი 1 კილომეტრს აღწევს და ძალიან წაგრძლეებულ ორბიტაზე მოძრაობს.(პლანეტარული დაცვა: ასტეროიდული პატრული(მრისხანე იკაროსი)).