იაპონელებმა ტელეპორტაცია შეძლეს

 ნორიუკი ლიმ, კოლეგებთან ერთად, ლაბორატორიის ერთი წერტილიდან სინათლის კონის, რომელიც ელემენტარულ ნაწილებად – ფოტონებად იყო დაყოფილი, მეორე წერტილში წამიერად გადასროლა შეძლო. გამომავალი სინათლის კონიდან, რომელიც A დაკვირვების წერტილს წარმოადგენდა, დატოვეს ერთი ფოტონი, რომელიც მთელი შეკვრის შესახებ ინფორმაციას(კვანმტურ მდგომარეობას) შეიცავდა. ეს ფოტონი, დანარჩენი ფოტონებისთვის B წერტილში მდებარე “კვანტური გადახლართვაა”. გამოდის, რომ ფოტონები, მათი დაშორების მიუხედავად გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ამის წყალობით, მეორე ფოტონის საფუძველზე სინათლის შეკვრის წამიერად ახალ ადგილზე შექმნა მოხდა. ელემენტარული ნაწილაკების გადახლართულობის შესაძლებლობები, რომელიც ამ ექსპერიმენტის საფუძველს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინის მიერ 1935 წელს გამოითქვა, თუმცა ამ თეორიას აბსურდულსა და არასრულყოფილად დაუსაბუთებულს უწოდებდნენ, როგორც ნილს ბორის “კოპენჰაგენურ მოდელს”. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, მეცნიერები “კვანტური გადახლართულობის არსებობაში დარწმუნდნენ. XXI საუკუნის დასაწყისში კი ამდენიმე კომერციულმა ფირმამ დაცული არხების კავშირის ტექნოლოგია შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ამ პარადოქსული მდგომარეობის საფუძველზე.

 აქ ასევე შესაძლოა  გავითვალისწინოთ ანალოგია “შროდინგერის კატასთან”, სხვა გერმანელი ფიზიკოსები აზროვნების ექსპერიმენტთან და თვითონ ედუარდ შროდინგერის მიერ 1935 წელს ჩატარებულ ცდასთან. ექპერიმენტის თანახმად ჰერმეტულ ყუთში ჩაკეტილია კატა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის შორის იმყოფება – მისი მდგომარეობა დამოკიდებულია მოწამლული გაზის ამპულის მთლიანობაზე, რომელიც იმავე ყუთშია ჩაკეტილი. როდის გატყდება ამპულა, წინასწარ უცნობია, რაც რადიოაქტიური ატომური ბირთვის დაშლაზეა დამოკიდებული, რომელსაც ალბათობითი ხასიათი აქვს. სანამ ყუთი დაკეტილია, კატა კვანტური ფიზიკის თვალსაზისით ერთდროულად მკვდარიცაა და ცოცხალიც. ყუთის გახსნისას, დამკვირვებელი ზუსტად ცხოველების “კვანტური გადახლართულობის” მდგოარეობაში გადადის, ერთ-ერთ პარელელურ სამყაროში ხვდება, რომელშიც ან ცოცხალია ან მკვდარი.

“კატას, ასეთ შემთხვევაში, ტელეპორტირება არ გამოუვა” – ხუმრობს იაპონელი კოლეგების რევოლუციური ექპერიმენტის კომენტირებისას საფრანგეთის ოპტიკური ინსტიტუტის ფიზიკოსი ფილიპ გრანჟე. მისი თქმით,”ცოცხალი ორგანიზმების, თუნდაც ეს პრიმიტიული ბაქტერიები იყოს, ტელეპორტირება ოდესმე მოხდება, თუმცა არა მალე”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.