„ჰაბლის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე, მზის სისტემის მთავარი გაზის გიგანტი და გალილეის ოთხი თანამგზავრიდან სამი – ევროპა, კალისტო და იოა გამოსახული. ისინი იუპიტერის ზოლიან ფონზე მიცურავენ, რითაც იშვიათ სანახაობას, პლანეტის სამმაგ გადაფარვას წარმოქმნიან. თანამგზავრებს ფერებითაც კი განასხვავებთ: ყინულოვანი ევროპა თითქმის თეთრია, ძველი, კრატერებით დაფარული კალისტოს ზედაპირი მოყავისფროდ გამოიყურება, ხოლო ვულკანურად აქტიური იო კი ყვითლად. გალილეის თანამგზავრების დიამეტრი 3000-დან 5000-მდე კილომეტრს უტოლდება (საინტერესო ფაქტები იუპიტერსა და მის თანამოძმეებზე).
თანამგზავრთა ჩრდილები იუპიტერზე
Posted by