მოლეკულების ურთიერთ მიზიდულობის ძალა, სითხის ზედაპირზე არსებული მოლეკულების მის ფარგლებს გარეთ გასვლას ეწინააღმდეგება.
სწორედ ეს ძალა იცავს სითხეს სწრაფი აორთქლებისგანაც. სითხის შიგნით მდებარე მოლეკულებზე სხვა მოლეკულების მიზიდულობა ყველა მხრიდან მოქმედებს და ერთმანეთს აწონასწორებს. ზედაპირზე მოხვედრილებს კი სითხის გარე მეოზობლები არა ჰყავთ, ამიტომ ჯამური ძალა სითხის შიგნითაა მიმართული. შედეგად, სითხის მთლიანი ზედაპირი ამ ძალების ზემოქმედებით იკვრება, მასზე თითქოს უხილავი და ხისტი ფენა წარმოიქმნება.
სითხის ზედაპირის ფართობის გასაზრდელად, მის გასაწელად, ზედაპირული დაჭიმოლობის დასაძლევი მექანიკური მუშაობის შესრულებაა საჭირო. შესაბამისად, თუ სითხე უძრავია, სითხე ცდილობს მინიმალურ ფართობზე განაწილდეს. ასეთი ფორმა, რა თქმა უნდა, სფეროა – ამიტომ აქვს ვარდნილ წვიმის წვეთებს თითქმის (ჰაერის წინააღმდეგობის გამო ოდნავ წაგრძელებულია) სფერული ფორმა.
მყარ ზედაპირზე წვეთებად შეგროვდება წყალი თუ თანაბარ ფენად გაიშლება, ამ სითხის ზედაპირული დაჭიმულობის ძალის წარმომქმნელ მოლეკულებს შორის ურთიერთქმედებასა და მყარი ზედაპირის მოლეკულებთან ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული. თხევად წყალში, ზედაპირული დაჭიმულობის ძალა, მოლეკულებს შორის წყალბადური კავშირებით არის განპირობებული (ქიმიური კავშირი). შუშის ზედაპირი სველდება, რადგან მასში საკმაო რაოდენობის ჟანგბადის მოლეკულებია და წყალი ჰიდროგენულ (hydrogen – წყალბადი) კავშირებს ადვილად წარმოქმნის, არა მარტო წყლის სხვა მოლეკულებთან, არამედ ჟანგბადის მოლეკულებთანაც. თუ შუშის ზედაპირს ცხიმით გავპოხავთ, წყალბადური კავშირები ზედაპირთან ვეღარ წარმოიქმნება და შიდა წყალბადური ბმების ზემოქმედებით წყალი ცალკეულ წვეთებად შეგროვდება.
წყალი, პოლარული მოლეკულაა. წყლის მოლეკულის ელქტრონები დროის მეტ ნაწილს ჟანგბადთან ატარებენ. ჯამური ელექტრული მუხტი ნეიტრალურია, თუმცა წყალბადის მხარეს წყლის მოლეკულა დადებითად დამუხტული ხდება. ცხიმისაგან განსხვავებით, სპირტის მოლეკულაც პოლარულია, ამიტომ მასა და წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური კავშირები ჩნდება და წყალში მოხვედრილი სპირტი მალევე იხსენაბა.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე რომ არც ვიცით ამის შესახებ, სარეცხ საშუალებებს ვიყენებთ, რომელთაც განსაკუთრებული მოლეკულური სტრუქტურა გააჩნია. მათი გრძელი ნახშირწყლოვანი ”კუდი” (არაპოლარული), ძლიერად პოლარულ თავთან არის მიერთებული. როცა ასეთი მოლეკულა ცხიმის ფენას ეხება, ”კუდი” ფენაში აღწევს, ხოლო პოლარული თავი გარეთ რჩება. ეს თავები, შემდეგ, წყლის პოლარულსავე მოლეკულებს უერთდება და ცხიმი ზედაპირს შორდება. აი რის ხარჯზე ხდება ტანსაცმლისა და ჭურჭლის რეცხვა (ატომი; წყალი – საინტერესო ფაქტები).