ზეახლების ახალი ტიპი

 10 000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, მკვდარი ვარსკვლავის დამწვარი ბირთვი კომპანიონი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მას სიცოცხლის არანაირი ნიშანი არა აქვს, თუმცა იქცევა როგორც “კოსმოსური ვამპირი”, იწოვს გაზს მეზობლისგან და მომენტს ელოდება(ვიდეო).
_ათეულობით წლის მერე, დამაბრმავებელი ანთება, რომელიც მზეზე 100 000-ჯერ კაშკაშაა, ვარსკვლავის გამოღვიძების შესახებ გვამცვნობს: მან როგორც იქნა შეაგროვა მოპარული მატერიის რაოდენობა, რომელიც ახალი თერმობირთვული რეაქციისთვისაა საჭირო. ვარსკვლავი რამდენიმე დღის განმავლობში ელვარე რჩება, შემდეგ კი ისევ “იძინებს” ძილით, რომელიც ათეულობით წელი გრძელდება, ამის მერე კი ყველაფერი ისევ მეორდება.
_ყოველი ასეთი აღდგომა დამასრულებელი აქტის წინა პირობაა, როცა ვარსკვლავი ზეახლად გადაიქცევა და საბოლოოდ გაანადგურებს თავის თავს.
  ამაზე მიუთითებენ, ყოველ შემთხვევაში, იმ ვარსკვლავზე დაკვირვებები, რომელსაც “განმეორებად ახალს” უწოდებენ. თეორიის მიხედვით, ეს ახლები Ia ტიპის ზეახლების წინამორბედნი არიან.
ამ წინამორბედთა აღმოჩენა ასტრონომებს კარგ სამსახურს გაუწევდა, სამყაროს საიდუმლოს, ბნელი ენერგიის კვლევის საქმეში. Ia ტიპის ვარსკვლავების საშუალებით ამ საიდუმლოს იდენტიფიცირება მოხდა, რისთვისაც სამმა ასტროფიზიკოსმა წლევანდელი წლის ნობელის პრემია მიიღო. Ia-ს ყველა ტიპები თეთრი ჯუჯას სახელით ცნობილი ვარსკვლავებისგან ევოლუციონირებენ.
_ნადირობა ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. პერიოდული ახალი ვარსკვლავები პირველად 1913 წელს აღმოაჩინეს, თუმცა 1970 წლამდე მათი დეტალური კვლევა არ მომხდარა. მხოლოდ ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ როცა თეთრი ჯუჯა, მეზობელი ჩვეულებრივი ვარსკვლავიდან გადმოქაჩული გაზებით მძიმდება ზღვრამდე, რომელიც თერმობირთვული რეაქციის დასაწყებადაა საჭირო, ჯუჯა ფეთქდება და Ia ტიპის ზეახლად იქცევა.
_მაინც ძნელია მტკიცება იმისა, რომ განმეორებადი ახლები საკმარისად მასიურები ხდებიან, რათა მოახდინონ გადასვლა თეთრი ჯუჯადან Ia-ს აფეთქებამდე. ისინი გაზს მეზობელ ვარსკვლავებს პარავენ, თუმცა კარგავენ მას ანთების დროს, ასე რომ გაურკვეველია, კარგავენ ისინი ნივთიერებებს თუ იღებენ მას(ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან!!!).
httpv://www.youtube.com/watch?v=RgfbjHz_UTo
httpv://www.youtube.com/watch?v=5YZkAoR3WLE

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.