37 წლის წინ, 1976 წლის 3 სექტემბერს, უპილოტო აპარატი ”ვიკინგ-2” მარსის ზედაპირზე დაჯდა და მარსის პირველი ფერადი ფოტოები გადაიღო… 1. ავტომატური აპარატები ”ვიკინგ-1” და ”ვიკინგ-2”, პირველი კოსმოსური აპარატებია, რომლებმაც მარსის ზედაპირზე წარმატებით იმუშავეს.
2. ”ვიკინგებს” ერთნაირი კონსტრუქცია ჰქონდა. ყოველი მათგანი ორბიტული სადგურისგან შედგებოდა(ანუ მარსის ხელოვნური თანამგზავრი) და დასაშვები აპარატისგან ავტომატური სადგურით. ორივე აპარატი 1975 წელს, 3 კვირიანი შუალედებით, კანავერალის კონცხიდან გაუშვეს. მარსამდე წელიწადზე მცირე დროში მიაღწიეს.
3. დასაშვები აპარატი ”ვიკინგ-2” წითელ პლანეტაზე 3 სექტემბერს დაჯდა, კოლეგას დაშვებიდან ნახევარი თვის მერე. პირველი ფოტო იმ დღესვე იქნა გადაღებული, მასზე უტოპიის სახელით ცნობილი დაბლობია გამოსახული.
4. ”ვიკინგების” მისიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის მონაცემები მარსული გრუნტის შესახებ. საკვლევი ნიმუშები ჭარბი რაოდენობით შეიცავს სილიციუმსა და რკინას, ბევრია მაგნიუმიც, ასევე ალუმინი, კალციუმი, ტიტანი. კალიუმის რაოდენობა კი დედამიწის ქერქში არსებული რაოდენობის საშუალო მაჩვენებელზე 5-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა.
5. მისია, რომელზეც დახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიული მარსული პროგრამა იყო, თუმცა, ორგანული ნაერთები ან მათი კვალი ვერც მაშინ და ვერ ახლა ვერ იქნა აღმოჩენილი(ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…; მარსის წიაღში ბევრი წყალია; სიცოცხლე მარსზე; მარსმავლები).