მთვარის ფაზების მსგავსად, ვენერას ხილული, მზით განათებული მხარე, იზრდება და მცირდება. გამოსახულებათა ეს მიმდევრობა, რომლებიც ტელესკოპის საშუალებით არის გადაღებული, შიდა პლანეტის(მერკური და ვენერა) ცვლილების დემონსტრირებას ახდენს, 2016 წლის 20 დეკემბრიდან, 2017 წლის 10 მარტამდე. ვენერა დასავლეთით ჩანდა, როგორც საღამოს ვარსკვლავი, სულ უფრო დიდი ხდებოდა, თუმცა მისი განათებული ნაწილი სულ უფრო მცირდებოდა და ნამგალის ფორმას იღბებდა. ვენერა მოძრაობს ორბიტაზე, რომელიც მზესა და დედამიწას შორის არის მოქცეული. ამ პერიოდში ის, დედამიწას უახლოვდებოდა და ხილული ზომა იზრდებოდა. თუმცა, ნამგალი სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა, რადგან ვენერა, დედამიწისა და მზის შემაერთებელ ხაზს უახლოვდებოდა.
ყველაზე უფრო ახლოს ამ ხაზთან 25 მარტს იქნება, 8 გრადუსით ჩრდილოეთით მზიდან. ეს არის ე.წ. შიდა შეერთება. ამის მერე, მალევე, ვენერა აღმოსავლეთ ჰორიზონტთან აკიაფდება, როგორც ცისკრის ვარსკვლავი(ვენერა).