კოსმოსურ გაზის ღრუბლებში გამავალი ვიბრაციების მოდელირებით, ასტროფიზიკოსებმა მისი ფორმა და ზომა დაადგინეს (Science).
ვარსკვლავები, როგორც ცნობილია, მოლეკულური გაზის სქელ ღრუბლებში იბადებიან, როცა მათში მოქმედი ძალები – მაგნიტური და გრავიტაციული, ნივთიერების მკვეთრ და ძლიერ შეკუმშვას იწვევს. ეს პროცესი კარგად არ არის შესწავლილი, რადგან ასეთ ღრუბლებს მხოლოდ ერთი რაკურსით ვხედავთ, ამიტომ მეცნიერებისთვის ძნელია ღრუბლის ფორმა და მოქმედი ძალების განაწილება დაადგინონ.
ასტროფიზიკოსებმა, არის ტიტსისმა და კონსტანტინოს ტასისმა, ბუზის სახელით ცნობილი ერთ-ერთი ასეთი ღრუბლის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ის სამხრეთი ჯვრის თანავარსკვლავედთან ახლოს, დედამიწიდან 570 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. გრძელი ზოლის ფორმის ღრუბლის ყველაზე უფრო სქელ ცენტრალურ ნაწილებში, თხელი ძაფები შეიმჩნევა – ფილამენტები, რომლებიც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ღრუბლის მაგნიტური ველის რხევებით წარმოიქმნა.
“ჰერშელით”(სიბნელის ასტრონომია) ჩატარებული დაკვირვებებით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს ფილამენტები რეზონანსული რხევებით არის ჩამოყალიბებული. სხვადასხვა ფორმის ღრუბლისთვის ასეთი რხევების მოდელირებით, მენციერებმა დაასკვნეს, რომ ღრუბელ ბუზს ოვალური ფორმა აქვს და ჩვენსკენ გვერდხედით არის მობრუნებული, იმიტომაც ჰაგავს წაგრძელებულ ნათელ ზოლს, ზომით 26/20-ზე სინათლის წელი.
მენციერები იმედოვნებენ, რომ ეს მეთოდი სხვა ღრუბლების ფორმისა და ზომის დადგენაშიც დაეხმარება, სადაც აქტიური ვარსკვლავთ წარმომქმნელი პროცესები მიდის, აგრეთვე, იმ ძალების დადგენაშიც, რომელთა ზემოქმედებითაც ახალი ვარსკვლავები ინთება (ვარსკვლავი ვრცლად).
ვარსკვლავური აკვნის “სიმღერა” (მასში აღძრული რხევები ადამიანის ყურისთვის აღქმადი სიხშირისაა).