გიგანტური ერუპტიული პროტუბერანცის სიგრძე, დედამიწის ათ დიამეტრს უტოლდება. კადრების ამ მიმდევრობაზე, რომლებიც ნახევარი საათის განმავლობაშია გადაღებული, ის მზიდან ამოდის. ეს გიგანტური პროტუბერანცი არა მარტო თავისი ზომითაა საინტერესო, არამედ ფორმითაც. რვიანის მაგვარი ჩახვეული ფიგურა გვიჩვენებს, რომ მზიდან ამოფრქვეული ნაწილაკების ნაკადს რთული სტრუქტურის მაგნიტური ველი მართავს. ზედაპირული აფეთქებები, ალბათ, მზის ზედაპირის ქვეშ არსებული გაზების დიფერენციალური მოძრაობით არის განპირობებული. ხუთი კადრისგან შემდგარი სერია მზის გარშემო მოძრავმა SOHO-მ, 2000 წლის დასაწყისში გადაიღო. გიგანტური პროტუბერანცები და კორონალური ამოფრქვევები შედარებით იშვიათი მოვლენაა, ოღონდ არა მზის აქტიურობის პერიოდში, რომელსაც 11 წლიანი პერიოდი გააჩნია. სწორედ აქტიურობის პიკზე დაიმზირება მზიური ლაქების მაქსიმალური რაოდენობა და აქტიურობის სხვა გამოვლინებები(მზე).
ერუპტიული პროტუბერანცის ხვეული მზეზე
Posted by