დინოზავრების დროინდელი მოკლე დღეები და ხანრგძლივი წელიწადი

 დედამიწის ბრუნვა ნელდება, რაც დღისა და წლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს. ნამარხი მოლუსკის შესწავლით, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, როგორი იყო ხსენებული დღე და წელიწადი დინოზავრების დროს.

 რაც უფრო გვემატება ასაკი და საქმე, მით უფრო სწრაფი გვეჩვენება დღე-ღამის მონაცვლეობა, თუმცა ყველაფერი პირიქით არის – დღის ხანგრძლივობა იზრდება, ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც. დღევანდელი დღე, 100 წლის წინანდელ ამავე დღეზე 1,8 მილიწამით ხანგრძლივია. მთვარე გვშორდება, 3,8 სანტიმეტრით წელიწადში, მისი მხრიდან მოქმედი მიზიდულობის ცლილება დედამიწის ბრუნვას ანელებს, რაც დღის გახანგრძლივებას ნიშნავს (10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე).

 ადრე ჩატარებული კვლევის მიხედვით, 1,4 მილიარდი წლის წინათ, 18 საათიანი დღე-ღამე იყო, ახლოს მდებარე მთავრე ბრუნვის სიჩქარის მატებაში “ეხმარებოდა” დედამიწას.

 ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რა ვითარება იყო 70 მილიონი წლის წინათ, როცა დედამიწაზე დინზოავრები ბატონობდნენ და იმ ავადსახსენებელი ასტეროიდის ჩამოვარდნამდე 5 მილიონი წელი იყო დარჩენილი (ექსპედიცია ჩიკსულუბის სიღრმეში).

 მოლუსკის მსგავსი არსება Torreites sanchezi, რომლის ბედიც იმ ასტეროიდმა გადაწყვიტა, ძალიან სწრაფად იზრდებოდა, დღეში რამდენიმე ახალი ფენა კალციტის დამატებით ნიჟარაზე, ხის წლიური რგოლების მსგავსად, ოღონდ გაცილებით სრაფად. მეცნიერებმა ამ ფენების შესწავლით მაშინდელი გარემო პირობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მაშინდელი დღე-ღამე 23,5 საათიანი იყო, ახლანდელზე ნახევარი საათით მოკლე, შესაბამისად, წელიწადი 372 დღე გრძელდებოდა, ახლანდელი 365-ის ნაცვლად.

კვლევის ავტორები ერთ კონკრეტულ ნიმუშზე მუშაობდნენ, რომელიც დაახლოებით 9 წელი ბინადრობდა წყალმეჩხერ ტროპიკულ ფსკერზე. ნიჟარიდან ნიმუშების ასაღებად ლაზერი იქნა გამოყენებული, მათში არსებული მიკროელემენტების ანალიზის ჩასატარებლად.

ანალიზით გაირკვა, რომ ფენების შემადგენელი იცვლებოდა, დღე უფრო სწრაფად, ვიდრე ღამე. მკვლევარებმა ფენათა ჯგუფები აღმოაჩნეს, რომელთა მკაფიო მონახაზების განმეორებადობა, წელიწადის დროების ცვლილებაზე მიუთითებდა. ამასთან ერთად, წყალი იმაზე ცხელი იყო, ვიდრე ახლაა, თან იმაზე ცხელიც, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ – 40 გრადუსი ზაფხულში და 30 – ზამთარში.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.