გასულ ოთხშაბათს, კოსმოსური ხომალდი “ლუსი”, მისთვის პირველ ასტეროიდს, 152830 დინკინეშს შეხვდა და აღმოაჩინა, რომ მთავარი ასტეროიდული სარტყლის ამ ასტეროიდს თანამგზავრი ჰყავს. სახელი ამჰარულ ენაზე ნიშნავს “შენ ხარ მშვენიერი”, იგულისმება ეთიოპიაში აღმოჩენილი ნამარხი ქალი ლუსი. 400 კილომეტრზე ოდნავ მეტი მანძილიდან, ორმაგი სისტემის ეს მკაფიო გამოსახულება, “ლუსის” შორეული დაზვერვის კამერით იქნა მიღებული, როცა ასტეროდს მან 4,5 კილომეტრი წამში სიჩქარით ჩაუარა (16 200 კმ/სთ). დინკინეში არც ისე დიდი ზომისაა, ყველაზე დიდ ნაწილში მისი სიგრძე 800 მეტრზე ნაკლებია. კოსმოსური ხომალდის თვალსაწიერიდან, დინკინეშის თანამგზავრი მის უკნიდან ამომავალი ჩანს. პატარა “მთვარის” ზომა დაახლოებით 220 მეტრია (თანამგავრიანი ასტეროიდი).
დინკინეშის მთვარის ამოსვლა
Posted by