ჩვენს პლანეტაზე ნაპოვნი ყველაზე უფრო ძველი ქანების შესწავლის მერე, მაკგილის უნივერტსიტეტისა(მონრეალი, კანადა) და სხვა კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა მტკიცებულება იპოვეს იმისა, რომ 4 მილიარდი წლის წინათ დედამიწის ატმოსფეროს, პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო.
მენციერებმა შეაგროვეს და შეისწავლეს ნიმუშები, რომლებიც კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში(კანადა) მდებარე ე.წ. ნუვუაგითუქის მწვანექვიანი წრის სახელით ცნობილი ადგილიდან აიღეს. სწორედ აქ არის უძველესი, 4,3 მილირდი წლის ასაკის ქანების საბადო. ანუ ამ ქვების ასაკი მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლით ჩამორჩება დედამიწისას.
ნუვუაგითუქის მწვანექვიანი წრის ქვათა ქიმიური შემადგენელის შესწავლის მერე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ქვების კომპოზიცია 2 მილირდი წლის წინანდელი ნიმუშების მსგავსია, რაზეც პრიმიტიული მიკროოგანიზმები ნამდვილად მოახდენდნენ ზეგავლენას.
აღსანიშნავია, რომ ის ადრეული ატმოსფერო საერთოდ არ ჰგავს დღევანდელს. ის გაცილებით მეტ მეთანსა და ნახშირმჟავა გაზს შეიცავდა და ამიტომ, მხოლოდ სიცოცხლის მიკრობული ფორმებისთვის იყო ვარგისი(ორჯერ დაკარგული ატმოსფერო; 4 მილიარდი წელი ჩვენს ერამდე: გაბზარული დედამიწა; დედამიწის ადრეული გაცივების მტკიცებულება; პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები).