ავი ლიობის(ასტროფიზიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.) ვარაუდით, LIGO-ს მიერ რეგისტრირებული გრავიტაციული ტალღები, გიგანტური ვარსკვლავის შიგნით შერწყმული ორი შავი ხვრელის გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა(New Scientist).
ავი ლიობი – პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰარვარდ-სმიტსონისეული ასტროფიზიკის ცენტრის თეორიისა და კომპიუტერული მოდელირების ინსტიტუტის დირექტორი.
ლიობი თავის ვარაუდებს, ენრიკო ფერმის სახელობის გამა-ტელესკოპის მიერ დამზერილი გამა-ანთებით ხსნის, რომელიც, როგორც ჩანს, LIGO-ს მიერ რეგისტრირებულ დრო-სივრცის რხევებს უკავშირდება. მეცნიერის აზრით, ”ფერმის” მიერ დაფიქსირებული რენტგენის გამოსხივების მძლავრი ნაკადის წყარო, მარტო ორი შავი ხვრელის შერწყმა ვერ იქნებოდა.
ასეთი სიგნალის მიღება, მისი აზრით, გიგანტური ვარსკვლავისგან შეიძლება, რომლის წიაღში ორი, შერწყმის მდგომარეობაში მყოფი შავი ხვრელი მდებარეობს. მათი შერწყმის მერე, ვარსკვლავის მატერია წარმოქმნილ ერთ ხვრელზე დაეცა და მძლავრი რენტგენი გამოასხივა. მნათობის მოცულობა, ამ შემთვევში, ასჯერ უნდა აჭარბებდეს მზისას.
”ფერმი”(NASA).
ლიობის აზრით, ორი შავი ხვრელის ფორმირება მნათობში, ამ უკანსკნელის სწრაფი ბრუნვით შეიძლება მოხდეს. სწრაფი ბრუნვა ბირთვის დეფორმაციას იწვევს, რომელიც ჰანტელის ფორმას ღებულობს და ორ ნაწილად იყოფა. თერმობირთვული რეაქციების შეწყვეტის გამო, ორივე ნაწილი კოლაფსს განიცდის და შავ ხვრელად გადაიქცევა. ლიობის ჰიპოთეზა, ჯერჯერობით, დამტკიცებული არ არის.
დედამიწასთან ახლო ორბიტაზე მოძრავმა კოსმოსურმა ობსერვატორიამ – ”ფერმი”, LIGO-ს მიერ გრავიტაციული ტალღების რეგისტრირებიდან 0,4 წამის მერე, სუსტი გამა-სიგნალი დააფიქსირა. ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში წყაროს ძებნა, ცნობილი მივლენიდან 1 საათის მერე დაიწყო.
INTEGRAL(NASA).
გრავიტაციულ ტალღებთან დაკავშირებული მოვლენა – GW150914-ის წყარო, სამხრეთ ნახევრასფეროსკენ მდებარობს. იქითკენვე, ვეშაპისა და თევზების თანავარსკვლავედს შორის დაინახა ”ფერმიმ” გამა-სხივების უჩვეულო წყარო. ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ტელსკოპმა ვერ მოახერხა, ხოლო INTEGRAL(გამა-სხივების ინტერნაციონალური ასტროფიზიკური ლაბორატორია)-მა საერთოდ ვერ დაინახა იგი(გამა-ანთება – ყველაზე უფრო ელვარე ელექტრომაგნიტური მოვლენა კოსმოსში, ენერგიის, აფეთქებითი ხასიათის გამოფრქვევა, მილიწამებიდან საათამდე ხანგრძლივობით).
”ფერმის” მიერ მიღებული სიგნალის ბუნება, მაგნეტარების, პულსარებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების გამოსხივებით ვერ აიხსნება. კოსმოსური აპარატის მიერ დაგროვებული სტატისტიკა კი აღმოჩენის გაკეთებისთვის საკმარისი არ არის. მეცნიერები, LIGO-სთან თანამშრომლობას აგრძელებენ(გრავიტაციული ტალღების აღმოჩენის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგებ ენაზე).