„ჰაბლმა“, გალაქტიკური პინგვინი გადაიღო. დაახლოებით 326 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ჰიდრას თანავარსკვლავედის მიმართულებით, შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკიდან ერთ-ერთი, მანათობელ პინგვინს დამსგავსებია. ასეთი უცნაური ფორმის გალაქტიკის შექმნაში დამნაშავეა ორი გალაქტიკა: სპირალური NGC 2936 და უფრო მცირე ზომის NGC 2937 (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები). ობიექტს, რომელიც შერწყმის შედეგად ყალიბდება – Arp 142 უწოდეს. „როცა ორი განსხვავებული გალაქტიკა ერთიანდება, ისინი სრულიად უჩვეულო ფორმებს იღებენ. ორივე გალქტიკის უზარმაზარი გაზ-მტვროვანი ღრუბლები ასევე იზიდავს ერთმანეთს, რაც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესებს აძლიერებს“ – ამბობს ჯო ლისკე, ევროპის კოსმოსური სააგენტოდან (ESA), რომელიც, ასევე, Arp 142-ის ჩამოყალიბების ვიდეორგოლს განმარტავს.
გიგანტური მანათობელი პინგვინი
Posted by