13 სექტემბერს, ნასამ ახალი ფოტოები მიიღო, რომელზეც პლუტონის არქტიკულის მსგავსი ლანდშაფტი და დაისია წარმოდგენილი.
ეს ფოტები 14 ივლისს არის გადაღებული, პლანეტასთან მაქსიმალურად მიახლოებიდან 15 წუთის გასვლის მერე, 18 ათასი კილომეტრის მანძილიდან. მეცნიერბემა, მასზე უამრავი ყინულოვანი მთა, გაყინული აზოტის მდინარეები და ატმოსფეროსთვის დამახასიათებელი „კვამლი“ აღმოაჩინეს.
ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, 2006 წლის 19 იანვარს კოსმოსში გაგზავნილი ავტომატური ზონდის – „ახალი ჰორიზონტები“, დამსახურებაა, რომელიც პლანეტების სიიდან ამოღებულ(”ახალი ჰორიზონტები” – 11 უჩვეულო ფაქტი) ჯუჯა პლანეტას – პლუტონი, 2015 წლის 14 ივლისს მიუახლოვდა.
აპარატი მოგზაურობას აგრძელებს და 2019 წლის იანვარში, 2014 MU69-ს სახელით ცნობილ პლანეტოიდს გამოიკვლევს(კიდევ მისია ”ახალი ჰორიზონტები”-ს შესახებ).
საოცარია.