SETI-ს „გულს“ ალენის რადიოტელესკოპების მასივი წარმოადგენს. ის 42 ტელესკოპისგან შედგება(თუმცა თავიდან გათვალისწინებული იყო 350 „თეფში“). ტელესკოპებმა 2007 წლის ოქტომბერში დაიწყეს მუშაობა. მასივის მშენებლობისთვის ფული გამოყო კომპანია Microsoft-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენმა.
პროექტის მეორე მონაწილე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტელესკოპების გამართულ მუშაობაზე და მიღებული მონაცემების ანალიზზე, არის კალიფორნიის უნივერსიტეტის რადიოასტრონომული ლაბორატორია ბერკლიში. ლაბორატორიის ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელია ა.შ.შ-ს მეცნიერების ნაციონალური ფონდი, რომელმაც SETI-ს ფინანსირება ათჯერ შეამცირა. ამას გარდა, კალიფირნიის შტატის ბიჯეტიდანაც პროექტისთვის თანხის კიდევ უფრო მცირე რაოდენობა გამოიყო. SETI-ს შემდგომი პერპექტივები გაურკვეველი რჩება. ინსტიტუტის საიტზე გამოსახულია მოწოდება თხოვნით ფინანსური დახმარების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არავის აქვს პროექტის დახმარების სურვილი.
ვინც არ არის დამალული ჩემი ბრალი არაა
აფასებენ რა მანძილებს უახლოეს ვარსკვლავებამდე, რომელთაც გააჩნიათ პლანეტები, ასტრონომები სრულიად სმართლიანად თვლიან, რომ მოაზროვნე ძმების ძებნას არანაირი აზრი არა აქვს. რომც აღმოვაჩინოთ, შემდეგ კი მათთან შესახვედრად გავემგზავროთ, სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარით, ექსპედიციისთვის ხუთასამდე წელი იქნება საჭირო. კოსმოსიდან დაბრუნებულებს მცენარეების, ცხოველების ნიმუშებითა და მწვანე კაცუნებითაც კი, კოსმონავტებს სრულიად შეცვლილი ცივილიზაცია დახვდებათ, რომელსაც საერთოდ დაავიწყდა ხუთასი წლის წინანდელი გაფრენა. თან უკან დაბრუნდებიან არა ის კოსმონავტები რომლებიც მაშინ გაფრინდნენ, არამედ მათი შორეული მემკვიდრეები.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრებაც. არ არის გამორიცხული, რომ „მწვანე კაცუნებს“ სულაც არ უნდათ ვინმემ აღმოაჩინოს. შეიძლება მიაღწიეს კიდეც განვითარების მაღალ დონეს და მუდმივად შიფრავენ დედამიწიდან გამოსხივებულ სიგნალებს. ალბათ არ მოწეონებოდათ ამბები ნაცისტური თუ კომუნისტური ბანეკების შესახებ, ღირს კი ამ ველურებთან დაკავშირება, რომლებიც ყველაფერთან ერთად ატომური იარაღით ემუქრებიან ერთმანეთს?
თვითონ „მწვანეები“ არ იყენებენ რადიოკავშირს? ხომ უნდა ჰქონდეთ კავშირის რაიმე საშუალება? პასუხი შეიძლება იყოს რამდენიმე: კოსმოსში არავინაა; აღარ საუბრობენ, რადგან ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაკარგეს; ისინი ჩვენთვის უცნობი საშუალებებით უკავშურდებიან ერთმანეთს, მაგალითად ტელეპატიურად. იქნებ ზუსტად ამ „მწვანე კაცუნწებმა“ დახურეს პროექტი SETI, ზემოქმედება მოახდინეს პოლ ალენზე. ფინანსირება შეწყდა, „მწვანე კაცუნებმა“ შვებით ამოისუნთქეს და თავიანთი მწვანე საქმეების გასაკეთებლად წავიდნენ.
გვინდა რო?
ყოველივეს მიუხედავად, სამწუხაროა, რომ პროექტი SETI დაიხურა. მისი ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ეს დიდი ხნით არ გაგრძელდება, იშოვიან დაფინანსების წყაროს და ისევ მიმართავენ თავიანთ ტელესკოპებს ცისკენ. ბოლობოლო ადამიანის უმთავრესი თვისებაა ცნობისმოყვარეობა, უცხო პლანტელებამდე შეიძლება ვერ მივაღწიოთ, მაგრამ მაინც საინტერესოა არსებობენ ისინი თუ არა. მეორეს მხრივ, არც ერთი ფიზიკოსი არ იტყვის, რომ აინშტაინისეული აკრძალვა სინათლის სხივის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით ფრენის შესდაძლებლობის შეასახებ ბოლომდე გადაწყვეტილია. ამჟამად ასეთი გაფრენა შეუძლებელია, ასი წლის მერე, იქნებ ესეც შევძლოთ. იქნებ სივრცის გადაფურცვლა და ცენტავრის ალფამდე მიღწევა წამებში მოვახერხოთ, მანქანის საშუალებით, როგორიც ფილმ „ქინ-ძა-ძაშია“. დიდი დროა გასული, რაც დიდი ტელეფონის აპარატების დადგმაზე მოწყობილი, კიდევ უფრო დიდი რიგებიდან გამოვედით? მობილური რეკავს, ნეტა სად შევტენე ეს ოხერი.