ბრმა კოლექტივიზმი კარგია ჭიანჭველებისთვის და უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის

 ისრაელელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ეს ექსპერიმენტი გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ წყვეტენ ჭიანჭველები და ადამიანები ერთსა და იმავე პრობლემას მსგავს პირობებში, კერძოდ, როცა დიდი ზომის Т-ს მსგავსი ტვირთი დაბრკოლების გავლით არის გადასატანი. აღმოჩნდა, რომ კოლექტიური აზროვნება, ჭიანჭველების შემთხვევაში, მხოლოდ მეტაფორა არ არის. ტვირთის გადასაზიდად დიდ ჯგუფებში გაერთიანებით, ჭიანჭველები ერთგვარ მოკლევადიან მეხსიერებას იძენენ, რომელიც ეხმარება მათ დაიმახსოვრონ მოძრაობის მიმართულება და სისტემატურად ათვალიერონ გარემო გასასვლელების მოსაძებნად. ასეთი ჯგუფები უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ვიდრე ცალკეული ჭიანჭველები. ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ჭიანჭველებივით მოქმედებენ, ოპტიმალური მარშრუტის დადგენა გაცილებით უჭირთ, ვიდრე ერთ ადამიანს. ასე რომ, ადამიანი არ უნდა ვაქციოთ სოციალური მანქანის ბრმა და მორჩილ ჭანჭიკად — თუნდაც ამის მიღწევა შესაძლებელი იყოს, ასეთი ადამიანური „ჭიანჭველების ბუდე“ ვერ აჯობებს იმ საზოგადოებას, რომელშიც აზრთა თავისუფალი გაცვლა ნებადართულია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.