ბნელი მატერიის ანიჰილაციის ”ხელმოწერა”

 ასტროფიზიკის განვითარების ეპოქაში, ყველა აქამდე გაკეთებული აღმოჩენა, ბნელი მატერიის ნამდვილად არსებობის მტკიცებულების მიღების ფონზე გაუფერულდებოდა. ითვლება, რომ სამყაროს მატერიის მეტი ნაწილი სწორედ ამ უცნაურ სუბსტანციაზე მოდის, რომლის ბუნება ახლაც გაურკვეველი რჩება. კოსმოსური ტელესკოპისა – ”პლანკი” და სხვა ასტრონომიული ინსტრუმენტების საშუალებით მიღებული მონაცემების მიხედვით, სამყაროს მთელი მატერიის 4,9% ჩვეულებრივ, ხილულსა და შეგრძნობად მატერიაზე მოდის. დანარჩენი კი ბნელ მატერიაზე, რომელიც თავს, მხლოდ გრავიტაციულად ავლენს და ბნელ ენერგიაზე, რომელიც კოსმოსის აჩქარებით გაფართოებას იწვევს.

plank_2015
”პლანკი” და მის მიერ გადაღებული რელიქტური ფონი(ESA).

 ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბნელი მატერა არა მარტო გრავიტაციულად უნდა ავლენდეს თავს. ჩვეულებრივი მატერიის მსგავსად, ისიც ორი ანტაგონიზმის სახით უნდა იყოს წამროდგენილი – მატერიისა და ანტიმატერიის სახით, რომლებიც ერთმანეთთან შეხებისას ანიჰილირებს, მაღალი ენერგიის ფოტონების გამოსხივებით(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია). ბნელი მატერიობის მთავარ კანდიდატად, სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკი – WIMP, არის მიჩნეული. თუ ბნელი მატერიის ნაწილაკების ანიჰილაცია მართლაც ხდება, ამით იმ დიაპაზონის შევიწროვება იქნება შესაძლებელი, რომელშიც ის უნდა ვეძებოთ.

 დუგ ფინქბაინერი და მისი კოლეგები(CfA – ჰარვარდ-სმითსონისეული ასტროფოზოკის ცენტრი) ამტკიცებენ, რომ ბნელი მატერიის ანიჰილაციისთვის დამახასიაათებელი ”ხელმოწერა” აღმოაჩინეს. მათ, ირმის ნახტომის მოცულობაში გამა-სხივების სივრცობრივი განაწილება დეტალურად შეისწავლეს, განსაკუთრებით, გალაქტიკის ცენტრისკენ. ამ რეგიონში, ჩვეულებრივი და (სავარაუდოდ)ბნელი მატერიის დიდი კონცენტრაცია დაიმზირება.

 თუ ხსენებული ანიჰილაცია მართლაც ხდება, ამ მატერიის თავმოყრის ადგილი, სხვაზე მეტად ელვარე უნდა იყოს რენტგენის დიაპაზონში. მართლაც, გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილთან, ქსეულობით სინათლის წლის ზომის რეგიონში, გარკვეული ანომალია იქნა შემჩნეული გამა-სხივების სივრცობრივ განაწილებაში. კერძოდ, ცენტრიდან გარეთ გამომავალი სუსტი გამოსხივების სახით. აღსანიშნავია, რომ ამ სუსტი ნაკადების წყარო სწრაფად მბრუნავი პულსარები და ზეახლების აფეთქებათა სხვა ნარჩენებიც შეიძლება იყოს(ბნელი მატერიის თმები).

 ახალ კვლევაში, CfA-ს მეცნიერებმა, გამა და რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპებიდან მიღებული მონაცემების უზარაზარი მასივების ხელახალი ანალიზი ჩაატარეს, ახალი ალგირითმების გამოყენებით, რითაც გამა-სხივების წყაროს ზუსტი მდებარეობის დადგენა და სხვა წყაროების გამორიცხვა მოხერხდა.

 ასეთნაირად მიღებული გამა-გამოსხივების განაწილება, ზოგიერთი მოდელებით მიღებულ შედეგებთან კარგად კორელირებს, რომლებშიც ბნელი მატერიის ანიჰილაცია ფიგურირებს. თუ სხვა პრაქტიკული მტკიცებულებების მიღებაც მოხერხდა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გარღვევა ბნელი მატერიის ბუნების გარკვევის საქმეში, მატერიისა, რომელიც სამყაროს დომინანტ მატერიას წარმოადგენს(ბნელი მატერია; ბნელი ეენრგია; ბნელი მატერია- WIMP თუ PIDM?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.