ბგერითი ტალღები კოსმოსური სიმების ფორმაზე მოქმედებენ

 

ვარაუდი ინფრაწითელი დიაპაზონის კოსმოსურ ობსერვატორია ”ჰერშელით” გადაღებულ ფოტოებს ეფუძნება. სწორედ ამ ფოტოების საშუალებით მოხერხდა ზუსტად ძაფების სიგანის დადგენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი დიამეტრები საკმაოდნ თანაბარია, ძაფის სიგანისა თუ სიმკვრივის მიუხედავათ. 90 სიმის ანალიზის მერე დადგინდა, რომ ყველა მათგანის სიგანე 0,3 სინათლის წლის ზომისაა(დაახლოებით 20 000 დედამიწის რადიუსი).

შეადარეს რა მიღებული შედეგები კომპიუტერული მოდელირებით მიღებულ შედეგებს, მეცნიერებმა დაასკვნეს, როგორც ჩანს, სიმები წარმოიქმნებიან დარტყმითი ტალღების ვარსკვლავთშორის ღრუბლებში გაბნევისას. ვარსკვლავების აფეთქებების დროს გარემო სივრცეში გამოიტყორცნება ქარბორბალსავით ჩახვეული ტალღები, რომელთა სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე რამდენიმეჯერ მეტია. სწორედ ეს არის დარტყმითი ტალღა. მოძრაობენ რა გაზურ-მტვროვან ღრუბელში, ისინი იკუმშებიან და ძაფების ფორმის შესქელებებად ფორმირდებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვარსკვლავთშორისი ღრუბლის უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამო(დაახლოებით 10 კელვინი), ბგერა 720 კმ/სთ-ში სიჩქარით ვრცელდება(შედარებისთვის დედამიწის ატმოსფეროში ბგერის სიჩქარე 1224 კმ/სთ.) ხსენებული დარტყმითი ტალღები ბგერითი ტალღების თავისებურ კოსმოსურ ექვივალენტს წარმოადგენენ.

”ეს არ არის პირდაპირი მტკიცებულება, თუმცა არის სარწმუნო ფაქტი იმისა, რომ არსებობს კავშირი ვარსკვლავურ ტურბულენტობასა და გალაქტიკურ სიმებს შორის – აცხადებს ლაბორატორია AIM-ის(უნივერსიტეტი პარიზ-საკლე)  ერთ-ერთი მკვლევარი ფილიპ ანდრე. – ეს ყველაფერი ვარსკვლავების ფორმირების თეორიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.