“აფინა” მთვარისკენ მიფრინავს

 მთვარეზე დასაშვები კოსმოსური აპარატის, IM-2 Nova-C “აფინა”-ს მიერ გადაღებულ ამ  კოსმოსური ხანის ავტოპორტრეტზე, პლანეტა დედამიწა უკანა ფონზე ჩანს. გეგმის მიხედვით, “აფინა” 6 მარტს, მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს, მთა მუთონზე, იმ ადგილის ცენტრთან, სადაც მისია “არტემისი” შეიძლება დაეშვას, 6 მარტს დაჯდება. “აფინა” მიიტანს მთვარემავლებს და ნასას კომერციული პროგრამის მიხედვით ჩაატარებს ექსპრიმენტებს. მასზე არის საბურღი მოწყობილობაც, მთვარის ზედაპირის ქვეშ არსებული წყლის ყინულის საძებნელად. ხომალდზევეა რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონიც, სახელად “მაიკრო ნოვა ჰოპერ” (Micro Nova Hopper) (წყლის სამყაროთა შესწავლის მეცნიერება კოსმოსში ვრცელდება). ავტონომიური დრონი ახლოს მდებარე კრატერში გადაფრინდება და საკვლევ მონაცემებს გადასცემს “აფინას” (სხვა მთვარემავლები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.