2020 წლის პერიჰელიუმი, ელიფსური ორბიტის უახლოესი წერტილი მზესთან, დედამიწამ 5 იანვარს გაიარა. აღსანიშნავია, რომ სეზონების ცვლილებას არა მზემდე მანძილის ცვლილება განაპირობებს, არამედ დედამიწის ღერძის დახრილობა, ამიტომ იანვარი ისევ ზამთარია ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის, ხოლო სამხრეთისთვის – ზაფხული (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება). 5 იანვარს მზის ხილულმა ზომამ მაქსიმუმს მიაღწია. წარმოდგენილი კომპოზიტური ფოტო, რომელიც ერთი და იგივე ტელესკოპითა და კამერით არის მიღებული, ამ განსხვავებას გვიჩვენებს. მარცხენა ფოტო 2020-ის პერიჰელიუმისას არის გადაღებული, მარჯვენა კი 2019 წლის 4 ივლისის აფელიუმამდე ერთი კვირით ადრე, როცა დედამიწა თავისი ორბიტის შორეულ წერტილზე იქნებოდა. სხვაობა ხილულ ზომებს შორის მხოლოდ 3 პროცენტია. 2020-ის პერიჰელიუმი და 2019-ის აფელიუმი, XXI საუკუნის ყველაზე ახლო და შორეული პერიჰელიუმი და აფელიუმი იყო.
აფელიუმიდან პერიჰელიუმამდე
Posted by