მარსზე მომხდარი ატომური აფეთქებების ახალი მტკიცებულება, ნასას პლანეტოლოგთა კონფერენციაზე ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ ბრანდენბურგმა წარმოადგინა. ეს მეცნიერი თავისი ექსტრავაგანტური იდეებით არის ცნობილი: ძველი მარსის ბიოსფერო, ბუნებრივი რეაქტორი წითელ პლანეტაზე, რომ მარსზე ერთ დროს არსებული ცივილიზაცია, უცხოპლანეტელთა ატომური თავდასხმის შედეგად განადგურდა და ა.შ.
ეს ინფორმაცია უფოლოგიასა და სხვა ცრუმეცნიერებებს შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა, რომ არა სამი ”მაგრამ”. 1) ამ მეცნიერის მიერ წარმოდგენილი თეზისები პლანეტოლგებისა და ასტროფიზიკოსების სრულიად სერიოზულ კონფერენციაზე განიხილეს. 2) ბრანდენბურგი არ არის ჟურნალისტი ან უფოლოგი, პლაზმის ფიზიკის მაგისტრის ხარისხი მან, კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო, დისერტაცია ე. ლოურენსის სახელობის ნაციონალურ ლაბორატორიაში მოამზადა, 6 წელი კი ფლორიდის კოსმოსურ ინსტიტუტში ასწავლიდა.
რაც მთავრია, ბრანდენბურგმა თავის მოხსენებაში არცერთი ცრუმენციერებსისთვის დამახასიათებელი ტერმინი არ გამოიყენა. კოლეგებს მხოლოდ ფიზიკური ფაქტები გააცნო, რომელბიც, მისი აზრით, წითელ პლანეტაზე მომხდარი ატომური აფეთქებებით შეიძლება აიხსნას. ეს არის ურანის, თორიუმისა და რადიოაქტიური კალიუმის ”ლაქები” მარსზე, ქსენონს-129-ს ანომალური კონცენტრაცია(დედამიწის ატმოსფერიში ამ გაზის დაგროვებას ატომურ აფეთქებებს უკავშირებენ) და ბოლოს, ტრინიტიტის კვალი(რადიოაქტიური მინა, რომლადაც ქვიშა ატომური აფეთქების ეპიცენტრში გადაიქცა).
ბრანდენბურგის მტკიცებით, ნასას მიერ 2001 წელს მარსის ორბიტაზე გაყვანილმა თანამგზავრმა – ”მარს ოდისევსი”, დააფიქსირა, რომ პლანეტის ბევრ რეგიონში გაცილებით მეტი ურანი, თორიუმი და კალიუმია, ვიდრე აშკარად მარსული წარმომავლობის მეტეორიტებში. ამასთან ერთად, მენციერი ყურადღებას სამახვილებს ქსენონი-129-ს მაღალ კონცენტრაციაზე მარსის ატმოსფეროში – ორჯერ მეტი, ვიდრე დედამიწაზე, მზეზე და მზის სისტემის სტანდარტულ ხონდრიტულ მეტეორტიებში. აშკარად მარსული წარმომავლობის მეტეორიტებს რაც შეეხება, ამ გაზის კონცენტრაცია, პირიქით, ატმოსფერულზე დაბალი აღმოჩნდა. ანუ, რაღაც მიზეზების გამო დღევანდელი მარსი დაფარულია ლაქებით, რომლებშიც უფრო მეტი ურანი და თორიუმია, ვიდრე პლანეტის დანარჩენ ზედაპირულ ქანებში. ქსენონი-129, დედამიწაზე მცირე ხნის წინათ მომხდარი ატომური აფეთქების საიმედო დეტექტორის, იოდი-129-ს დაშლით წარმოიქმნება.
მთლიანობაში, ბრანდენბურგის მოსაზრებები მეცნიერულ კრიტიკას ვერ უძლებს. მის მიერ წარმოდგენილი ფაქტები, რიგი მიზეზების გამო, მარსზე მომხდარი ატომური აფეთქებების შესახებ ჰიპოთეზის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, თუმცა, არც გადაჭარბებული სიფრთხილით უნდა დავამუხრუჭოთ მეცნიერული ინტერესი.
ერთი შეხედვით, ყველა დასკვნა, რომელიც ამ თეორიიდან შეიძლება გამოვიტანოთ, იქამდე დადის, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება შეცდომების დაშვებისა, არც მენციერთათვის არის უცხო. თუმცა, არც ასე მარტივადაა ყველაფერი: მარსული ქსენონის ისოტრია ისევ გაურკვეველი რჩება. ქსენონის ეს იზოტოპი უკიდურესად სტაბილურია და დროთა განმავლობაში თითქმის არ იშლება. შეკითხვაზე, საიდან მოხვდა ეს იზოტიპი რაოდენობით, რომელიც მზის სიტემის კარგად ცნობილ სხვა წერტილებში არ დაიმზირება, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება.
რამდენიმი წლის წინათ, მზიდან მეოთხე პლანეტის ატმოსფეროში ქსენონის მაღალი კონცენტრაცია იმით აიხსნებოდა, რომ მარსის პირველადი ატმოსფეროდან, სუსტი გრავიტაციის გამო, მსუბუქი აირების გაჟონვა მოხდა კოსმოსში, ხოლო გაცილებით მძიმე ქსენონს კი ატმოსფერო თითქმის საერთოდ არ დაუტოვებია. ასეთი გრავიტაციული სეპარაცია დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
აღსანიშნავია, რომ მარსული მეტეორიტები, სანამ დედამიწაზე ჩამოვარდებოა, მილიარდობით წელი კოსმოსში მოგზაურობდნენ. ანუ, მათში არსებული ქსენონის კვალი იმ ატმოსფეროს შეესაბამება, როგორიც 4 მილიარდი წლის წინათ იყო – ახლადჩამოყალიბებულ მარსზე, მძიმე ქსენონი-129-ს სეპარაცია უბრალოდ ვერ მოხდებოდა.
ქსენონი-129-ს მაღალი კონცენტრაციის პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება. კარგი იქნება, თუ ზემოთ ნახსენები ისოტრია მეცნიერებს ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ უბიძგებს – თუნდაც ეკზოტიკური სცენარების გარეშე, ბირთვული აფეთქებების შესახებ.