ასტრონავტებმა ხანძარი მოაწყვეს

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ცეცხლი ჰეპთანისა და იზოოქტანის ნაზავს  წაუკიდეს. ასეთ ცდებს ასტრონავტები მიკროგრავიტაციის პირობებში წვის პროცესების მიმდინარეობის შესასწავლად ატარებენ.

 დედამიწაზე ანთბული ცეცხლის ალისგან განსხვავებით, კოსმკოსური სადგურის ბორტზე ჩირაღდანის თავზე არა წვეთის ფორმის ალი წარმოიქმნება, არამედ უამრავ ცეცხლოვან ბუშტულებად იშლება, რაც სუსტი გრავიტაციის გამო ხდება.

 ალის გაჩენა ჰეპთანისა და იზოოქტანის წვთების წვით მოხდა. თავიდან ცეცხლმა ნათბა შეწყვიტა, შემდეგ კი აალების წყაროს გარშემო სფეროს ფორმის მოთეთრო-ცისფერი გარსი წარმოიქმნა 15-დან 20 სანტიმეტრამდე დიამეტრებით.

 სფეროს შიგნით ყვითელი ფერის კაშკაშა წერტილებმა დაიწყეს გაჩნა, რომლებიც მბჟუტავმა ჭვარტლმა წარმოქმნა. მათი ტემპერატურა 2000 გრადუსს აღწევს. გარკვეულუ დროის მერე ეს ცხელი წერტილები სფეროდან გამოდიან და ბოლომდე იწვიან.

 httpv://www.youtube.com/watch?v=bE13FREpFVo

 ექსპერიმენტის FLEX-2(ალის ცაქრობის ექსპერიმენტი 2)-ის ჩარჩოებში ასტრონავტებს ცეცხლის მართვა უნდა ესწავლათ, მათ შორის მისი ჩაქრობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე( რა და როგორ იწვის კოსმოსურ სადგურზე?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.