საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტონავტებს მუდმივად შეუძლიათ ჩვენი პლანეტის ხედების თვალიერება. პლანეტის შემოვლას სადგური 90 წუთი ანდომებს, მის ქვეშ ღრუბლები, ოკეანეები და კონტინენტები მიცურავს, კიდევ უფრო შორს კი დედამიწის დისკის განათებული რკალი ჩანს. ეს ფოტო, რომელიც ციფრული დამუშავებით არის შელამაზებული, ისეთს წარმოგვიდგენს დედამიწას, როგორიც მხოლოდ 21-მა ადამიანმა ნახა, რომლებმაც მთვარისკენ და უკან, 1968-1972 წლებში იმოგზაურეს. ფოტო AS17-152-23420, “აპოლო-17”-ის ეკიპაჟმა 1972 წლის 17 დეკემბერს გადაიღო, დედამიწისკენ მომავალ გზაზე. ეს არის უკანაკსკნელი ფოტო, რომელიც ადამიანმა თავისი ხელით გადაუღო დედამიწას (“აპოლო-17”).
“აპოლო-17”: ნამგალა დედამიწა
Posted by