აიზეკ აზიმოვი – ისინი არ მოფრინდებიან

 წინასიტყვაობა: “ეს არის პატარა, მაგრამ სიბრძნით გაჯჟღენთილი ნოველა, გენიალური აიზეკ აზიმოვისგან. გადავწყვიტე მეთარგმნა ის.
გაითვალისწინეთ, რომ ნაწარმოები შეიქმნა 1958 წელს, მაშინ, როცა კოსმოსური პროგრამა ჩანასახის სტადიაში იყო. თუმცა ნაწარმოების აზრმა აქტუალურობა ჯერ კიდევ არ დაკარგა.”

 ნარონი, მემატიანე მეოთხე თაობში, რეგილიური რასის საუკეთესო წარმომადგენელი იყო. მისი სიბრძნე საყოველთაოდ აღიარებული გახლდათ. ნარონს ჰქონდა ორი წიგნი – დიდი, რომელიც შეიცავდა მთელ გალაქტიკაში არსებული გონიერი რასების სიას და პატარა, სადაც შეიდიოდნენ ის რასები, რომელთა განვითარება და სიმწიფე აძლევდათ საშუალებას გაერთიანებულიყვენენ გალაქტიკურ ფედერაციაში.

 დიდი წიგნიდან იყო ამოშლილი ბევრი გალაქტიკის მკვიდრი ცივილიზაცია. ბევრი მიზეზის გამო: ბიოქიმიური, ბიოფიზიკური, სოციალური უთანასწორობის ან სულაც უიღბლობის გამო. სამწუხაროა, მაგრამ ყველა ეს ფაქტორი ხელს უშლიდათ მათ გამხდარიყვნენ ფედერაციის წევრები.

 თუმცა, მეორე წიგნიდან არც ერთი რასა არ იყო ამოშლილი.
ბუმბერაზმა და წარმოუდგენლად ბრძენმა ნარონმა ნელ-ნელა მიაპყრო თავისი მზერა ახლად მოსულ მაცნეს.

– ნარონ! – წარმოსთქვა მან. – ერთადერთო,  დიადო…
– კარგი კარგი, გეყო! რა მოხდა?
– კიდევ ერთმა რასამ მიაღწია თავის სიმწიფეს.
– შესანიშნავია. გადასარევია. რა მალე ვითარდებიან, წელი არ გავა რომ ვინმე ახალბედა არ დაგვემატოს. რომელია ამჯერად?
მაცნემ წარმოთქვა პლანეტის კორდინატები
– კი, კი, – თქვა ნარონმა. – ვიცი ეს სამყარო.

 ულამაზესი კალიგრაფიით მან ჩაწერა პირველ წიგნში და შემდეგ გადაიტანა მეორეში პლანეტის სახელი. სახელი დაწერა იმ სახით, როგორც იცნობდნენ მას პლანეტის მკვიდრთა უმრავლესობა: “Earth”

-მათ ნამდვილი რეკორდი დაამყარეს – თქვა ბრძენმა . – ასე მალე არცერთი რასა არ განვითარებულა. იმედია, არანაირი შეცდომა აქ არ არის?
– არა ბატონო – თქვა მაცნემ
– მათ მიიღეს თერმობირთვული ენერგია, არა?
– დიახ ბატონო.
– ეს ხომ მთავარი კრიტერიუმია, მალე მათი კოსმოსური ხომალდები დაიწყებენ დაზვერვას და შეხვდებიან ჩვენს წარმომადგენლებს.
– საქმე იმაშია ო დიადო ნარონო – წარმოსთქვა ცოტათი დაბნეულად მაცნემ. – როგორც გვატყობინებენ მათ ჯერ არ აქვთ კოსმოსური პროგრამა.
– როგორ? გაოცდა ნარონი.  – კოსმოსური სადგურებიც არ აქვთ?
– ჯერ არა ბატონო.
– მაგრამ თუ მათ აქვთ თერმობირთვული ენერგია, სად ატარებ საცდელ აფეთქებებს?
– საკუთარ პლანეტაზე, ბატონო.

 ნარონი უცებ წამოდგა ფეხზე, გასწორდა წელში და მთელი თავისი ექვსმეტრიანი სიმაღლიდან დააკვირდა მაცნეს და წარმოთქვა განცვიფრებულმა.

– როგორ? საკუთარ პლანეტაზე?
– კი, ო დიადო – უპასუხა ოდნავ შემცბარმა მაცნემ.

 ნარონმა ამოიღო თავისი სტილუსი და წაშალა პატარა წიგნიდან ბოლო ჩანაწერი. ასეთი რამე არასოდეს მომხდარა, ეს წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ნარონი იყო ბრძენი და სხვებზე უკეთ ხვდებოდა რამდენად განწირული იყო ეს სამყარო.

– სულელი ვირები. ჩაიბუტბუტა მან.

4 comments

  1. მოფრინდებიან, რომ პირველი ადგილისთვის დაგვაჯილდოვონ (კრეტინიზმში უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაში)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.