ასტრონომებმა ჯუჯა გაკლაქტიკები ერთმანეთთან შერწყმის მომენტში აღმოჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ The Astrohysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, მოკლედ კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.
მეცნიერთა კვლევის ობიექტი ჯუჯა გალაქტიკა NGC 4449 გახდა, რომელიც თანავარსკვლავედ მწევრების მიმართულებით იმყოფება და დედამიწიდან 12,5 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ჯუჯა გალაქტიკა ზომით ირმის ნახტომის ჯუჯა თანამგზავრებს – მაგელანის ნისლეულებს ჰგვანან. იქ მყოფი გალაქტიკური გროვას განმასხვავებელი თავისებურება ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ინტენსიურობაშია, ამზე დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ვარსკვლავების არსებობა მიუთითებს.
ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მკვლევარებმა ტელესკოპი სუბარუ გამოიყენეს, რომელიც ჰავაის კუნზულებზე, ჩამქარალი ვულკანის მაუნა-კეას მთაზე იმყოფება. შეგროვილი მონაცემების ანალიზმა ვარსკვლავური „მდინარის“ არსებობა დააფიქსირა, რომელიც გალაქტიკიდან გარეთ გამოდის. ასეთი წარმონაქმნები უფრო დიდი გროვებისთვისაა დამახასიათებელი და გალაქტიკებს შორის არსებული გრავიტაციული ურთიერთქმედებებით არის გამოწვეული, როცა ჯუჯა თავის დიდ მეზობელთან ძალიან ახლოს მიდის.
მეცნიერთა ვარაუდით, ნაკადის(მდინარის) ბუნება ანალოგიურია, ოღონდ ამ შემთხვევაში ერთმანეთს ჯუჯა გალაქტიკები შეუერთდნენ. ამით ადვილად აიხსნება აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებიც – ისინი განსაკუთრებით აქტიური შეჯახების პროცესში მყოფი გალაქტიკებისთვისაა დამახასიათებელი.
მეცნიერთა თქმით, ახალი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწონებით, რომ თეორიები ცივი ბნელი მატერიის შესახებ ასეთ შეჯახებებს წინასწარმეტყველებენ. ცივი იმიტომ ეწოდა, რომ მისი შემადგენელი ნაწილაკები კლასიკური ისჩქარეებით მოძრაობენ. დღევანდელი დღისთვის ბნელი მატერიის შემადგენელ ნაწილაკებად ითვლებიან ვიმპები(WIMP) – სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები.