ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია

ნასამ იონური ძრავების(NEXT) გამოცდა დაასრულა, ექსპერიმეტი 5 წელი გრძელდებოდა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ექსპერიმენტი, დედამიწის ზედაპირზე ჩატარებულთა შორის, რომელშიც კოსმოსური ძრავების ტესტირება ჩატარდა. გაირკვა, რომ ახალი ძრავები არა მარტო საიმედონი არიან და 5 წელი გაუჩერებლად მუშაობა შეუძლიათ, არამედ ისიც, რომ კოსმოსური აპარატის ასაჩქარებლად ათჯერ ნაკლებ საწვავს მოიხმარენ.
საექსპერიმენტო ძრავა ვაკუუმურ კამერაში იყო დამონტაჟებული, მიერთებული ელექტრო ენერგიის წყაროსა და საწვავის ავზთან. მოწყობილობის სამუშაო კამერაში ქსენონის ატომები შედიოდნენ, იქითკენვე იყო მიმართული ელექტრონების კონაც, რომლებიც ინერტული გაზის ატომთა იონიზაციას იწვევდნენ. ქსენონის ატომების, ელექტრონებთან შეჯახება, უარყოფითად დამუხტულ მძიმე იონებად აქცევს მათ, რომლებსაც შემდგომ ელექტრული ველი იჭერს. 40 კილომეტრი წამში სიჩქარემდე აჩქარებული იონები ბადისმაგვარი ელქტროდიდან გამოიტყორცნებოდნენ გარეთ, უფრო პატარა საქშენიდან კი ელექტრონები, რომლებიც მოცისფრო ნათბას წარმოქმნიდნენ.
ყურადღება მიაქციეთ ბადეს, რომლითაც საქშენია დაფარული: ეს ქსენონის ატომების ამაჩქარებელი ელექტროდია. ზემოთ პატარა საქშენი მოჩანს, საიდანაც ელექტრონები გამოდიან.
გამწევი ძალა გამოთვლილს შეესაბამებოდა, თუმცა ის ძალიან მცირეა – სულ რაღც 236 მილინიუტონი, ანუ ასეთი ძრავა, დედამიწის პირობებში, ჰაერში მხოლოდ 24 გრამიან ტვირთს თუ დაიჭერს. მიუხედავად ამისა ხსენებული დროის განმავლობაში, აპარატი, რომელზეც ასეთი ძრავა იქნება მიმაგრებული, მიიღებდა იმპულსს, რომლისთვისაც 10 000 ტონაზე მეტი საწვავი იქნებოდა საჭირო ჩვეულებრივი, რაკეტული ძრავების გამოყენების შემთხვევაში. შედარებისთვის, 800 კილოგრამი ქსენონი დაიხარჯა, ხოლო ექსპერიმენტული დანადგარის ელექტრული სიმძლავრე 7 კილოვატს უტოლდებოდა, რომლის მიღება რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრის მზის ბატარეებით არის შესაძლებელი, რაც ავტომატური კოსმოსური სადგურებისთვის სრულიად რეალურია.
იონური ძრავების მთავარი უპირატესობა ეკონომიურობაშია, ამიტომ თვით ფაქტი მცირე რაოდენობით საწვავის წვისა NEXT-ის ძრავებისგან მოულოდნელობა არ ყოფილა. NEXT-ი უფრო სრულყოფილია, ვიდრე NSTAR-ის ძრავები, რომლებიც ავტომატურ კოსმოსურ სადგურზე Deep Space(Wikipedia)-ზე იყო დაყენებული: გაწევის აბსოლუტური მაჩვენებლითაც და ეფექტურობითაც(მქკ 70 პროცენტი 61 პროცენტის ნაცვლად).
ნასას ინჟინრები NEXT-ის გამოყენებას ტიტანისა და ენცელადისკენ გასაშვებ აპარატებზე აპირებენ. გამოთველბის მიხედვით, ასეთი გადაფრენებისას იონური ძრავები ტონობით საწვავის გამორიცხვას მოახდენენ, რითაც ზონდების დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვა მოხერხდება(კიდევ იონურ ძრავებზე).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=0Kl-vromzaQ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.