შვედეთის სამეფო აკადემიის წარმომადგენლებმა, გაითვალისწინეს რა ამ გამოგონების პრაქტიკული მხარე, 2014 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიანიჭეს მეცნიერებს, რომლებმაც ცისფერი შუქდიოდი შექმნეს. ესენი არიან – ისამუ აკასაკი და ჰიროში ამანო, ნაგოიას უნივერსიტეტიდან (იაპონია), ასევე სიუძი ნაკამურა, კლიფორნიის უნივერსიტეტიდან სანტა-ბარბარაში (ა.შ.შ.). 80-90-იან წლებში, ეს მენციერები ელვარე სინათლის მასხივებელი ნახევარგამტარული მოწყობილობების შექმნაზე მუშაობდნენ.
”ვარვარების ძაფის მქონე ნათურები 20-ე საუკუნეს ანათებდა, შუქდიოდებით კი 21-ე განათდა. ეფექტური ცისფერი შუქდიოდების გამოგონებით, შესაძლებელი გახდა ენერგიის დამზოგავი თეთრი განათების შუქდიოდების შექმანა”- აცხადებენ ნობელის ფონდის წარმომადგენლები.
”შუქდიოდებს, ელექტროენერგიის ერთ ვატზე 300 ლიუმენის წარმოება შეუძლია, რაც 20-ჯერ მეტია ვარვარების ძაფის ნათურისა და ოთხჯერ ლიუმინისცენტული ნათურების გამოსხივებაზე. ასეთი მაღალი ენერგო ეფექტურობა, იმის გათვალისწინებით, რომ განათებაზე მთელი ენერგიის მეოთხედი იხარჯება, რესურსების ეკონომიის, ფინანსების დაზოგვისა და სუფთა გარემოს შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს”.
სიუძი ნაკამურას სახელი საკმაოდ ხშირად ჟღერს მეცნიერულ ლიტერატურაში, რომელიც შუქდიოდებთან არის დაკავშირებული. მაინც, ისამუ აკასაკი და ჰიროში ამანო პირველები იყვნენ, ვინც 1986 წელს, მაღალხარისხიანი გალიუმის ნიტრიდი ცისფერი შუქდიოდების შესაქმენლად გამოიყენა. ამასთან ერთად, მათ მოახერხეს პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შუქდიოდის სიკაშკაშის შემცირებას ეხება, როცა მასში გამავალი ელექტრული დენი დასაშვებ ზღვარს აჭარბებს.
მაღალეფექტური ცისფერი შუქდიოდების საშუალებით, ინჟინრებმა თეთრი სინათლის მიღება შეძლეს, რომელიც წითელი, მწვანე და ცისფერი სიანთლის კომბინირებით მიიღება. ასეთი თეთრი შუქდიოდები თანამედროვე თხევადკრისტალიან ეკრანებს ანათებს, RGB-შუქდიოდები სტადიონებსა და მოედნებზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე მუშაობს, ისინი ჩვენს სახლებში, ჩვეულებრივი განათების მოწყობილობებს ავიწროებენ, ამცირებენ გადასახადს ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, ცისფერი შუქდიოდი, ცისფერი შუქდიოდიანი ლაზერის შექმნის წინა პირობა იქნება, რომელსაც გამოყენების ფართო არეალი გააჩნია (ტექნოლოგიები; ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან).