ჩაშლილი ხეობა ჰებესი მარსზე

 რა მოხდა ხეობა ჰებესში? ეს ტაფობი მარინერის გიგანტური კანიონის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტაფობს რელიეფის სხვა დეტალებთან კავშირი არა აქვს, ამიტომ გაურკვეველია, სად დაიკარგა მისი შემავსებელი ქანების მასა. ხეობა ჰებესის შიგნით, ჰებეს მენსა მდებარეობს – მაგიდისმაგვარი მთა სიმაღლით 5 კილომეტრი, რომელმაც უჩვეულო ნაწილობრივი ჩამოშლა განიცადა. გამოსახულებაზე, რომელიც ახლაც მარსის ორბიტაზე მოძრავი ანვტომატური კოსმოსური აპარატის, ”მარს-ექსპრესის” საშუალებით გადაიღეს, ხეობის რელიეფის დეტალები და ნალის ფორმის უჩვეულო ღრმული ჩანს, ცენტრალურ მაგიდისებრ მთაზე. ქანები, ხეობის ფსკერზე დაეშვა, ხოლო შავი ფენა, როგორც მელანი, ფერდობზე ჩამოიღვენთა. ჰიპოთეზის მიხედვით, ჰებესის ხეობის ზოგიერთი ქვემო ფენები მარილით მდიდარი მთის ქანებისგან შედგება. მარილი გამდნარი ყინულის ნაკადებში იხსნება და ნაპრალებით მიწისქვეშა წყალგამტარ ფენაში ჩაედინება(მარილი, რომელიც მარსზე ყინულს გაალღობს!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.