შემოქმედი სვეტების ახალი ფოტო

 ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელეკოპმა, სამყაროს სიღრმეების ძალიან ბევრი შთამბეჭდავი ფოტო გადაიოღო. მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილი, შემოქმედი სვეტებია, არწივის ნისლეულში მდებარე გაზისა და მტვრის სვეტები, მდებარე 6500 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან.

shemoqmedi
შემოქმედი სვეტები – 2015 და 1995 წელს გადაღებული ფოტოები.


”ჰაბლი”(NASA).

M16 – ქართველი ასტრომოყვარულის, დავით დვალის მიერ გადაღებული ფოტო (2014 წ.).

 კოსმოსური მასშტაბების ”კოშკები”, არწივის, ასევე M16-ის სახელით ცნობილი ნისლეულის ნაწილია. კამერა Wide Field Camera 3-ის გამოყენებით, რომელიც ”ჰაბლზე” 2009 წელს დააყენეს (სხვა კოსმოსური ტელესკოპებისგან განსხვავებით, დაბალ ორბიტაზე მდებარეობის გამო, მისი მოდერნიზირება შესაძლებელია), მათი ახალი ფოტო გამოსხივების სხვადახვა დიაპაზონებში იქნა გადაღებული (პირველი ფოტო ინფრაწითელი დიაპაზონი). ერთმანეთზე დადებული მაღალი ხარისხის ფოტოებით მიღებული გამოსახულება ამ ობიექტის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა („ჰაბლის“ ექსტრემალურად ღრმა სივრცე).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=hZ7zGUFDOsg

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.