გრავიტაციული ტალღების რეგისტრირება 2015 წლის 14 სექტემბერს, 14:51 სთ-ზე მოხდა, ორ ერთნაირ, ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიაში(LIGO), რომლებიც ლივინგსთონსა(ლუიზიანა) და ჰენფორდში(ვაშინგთონი) მდებარეობს(აშშ). LIGO-ს დეტექტორებმა, ოთხი კილომეტრის მანძილზე დაშორებული საცდელი მასების 10-19 მეტრის სიდიდის რხევები დააფიქსირა.
ეს შეშფოთებები შავი ხვრელების წყვილმა გამოიწვია(29 და 36 მზის მასებით), ერთმანეთთან შერწყმამდე წამზე მცირე დროში, სანამ ერთ უფრო მასიურ ობიექტად გაერთიანდებოდა(62 მზის მასით). წამზე მცირე დროში, დაახლოებით 3 მზის მასა, გრავიტაციულ ტალღებად გადაიქცა(E=mc2). შერწყმა 1,3 მილიარდი წლის წინათ მოხდა, ანუ ამდენი ხანი ვრცელდებოდა ტაღები, სანამ დედამიწამდე მოაღწია.
სიგნალის მოსვლის მომენტების ანალიზით(ერთმა დეტექტორმა 7 მილიწამით ადრე დააფიქსირა), მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სიგნალის წყარო სამხრეთ ნახევარსფეროს მიმართულებით მდებარეობს. აღმოჩენა, კოლაბორაციების LIGO(მასში შედის კოლაბორაციები GEO და ინტერფერომეტრიული გრავიტაციული ასტრონომიის ავსტრალიური კონსორციუმი) და ფრანგულ-იტალიური VIRGO, რომლის დეტექტორი პიზასთან ახლოს მდებარეობს, ერთობლივი მუშაობით მოხერხდა.
LIGO-ს ა.შ.შ-ს ნაციონალური მენციერული ფონდი აფინანსებს. ის აშენებულია 1980 წელს ამერიკელი ფიზიკოსების ქიფ თორნისა(”ენდიურანსის” მოგზაურობა) და რონალდ დრივერის ინიციატივით. მშენებლობაზე 370 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მასში ა.შ.შ-სა და 14 სხვა ქვეყნის ათასზე მეტი მეცნიერი იღებს მონაწილეობას(Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს).
ადამიანისთვის გასაგებ სიხშირემდე დაყვანილი სიგნალი…