უცნობი სტრუქტურები სამყაროსეულ სიცარიელეებში

 გალაქტიკურ გროვებს შორის არა სრული სიცარიელეა, შემთხვევით”წაბოდიალებული” მარტოხელა გალაქტიკებით, არამედ მოკლე გალაქტიკური ”ძაფები”, რომელთა უმრავლესობა მკრთალია(icrar.org).

 დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მეჰმეთ ალფასლანის მეთაურობით დაადგინეს, რომ ის იშვიათი გალაქტიკები, რომლებიც ჩვენი სამყაროს ცარიელ რეგიონებში გვხვდებიან, ძირითადად გალაქტიკურ გროვებს შორის, ამ ”უდაბნოში” არა უსისტემოდ არინ გაფანტულნი, არამედ პირიქით, შედარებით მოკლე სიმებად არიან გამწკრივებულნი.

 თანამედროვე წარმოდგენებით, სამყარო გალაქტიკათა მსხვილი გროვებით არის სავსე, რომლებიც კიდევ უფრო დიდ და ჩახლართულ კვანძებში ერთიანდებიან, შეერთებულნი თხელი გალაქტიკური ”ძაფებით”. ასეთ სტრუქტურას კომსოსურ ქსელსაც უწოდებენ, რომლის უჯრედებს შორის, როგორც ითვლება, ძირითადად სიცარიელეა(ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).

 ანუ, რა თქმა უნდა, ასეთ სიცარიელეებშიც არის გალაქტიკები, ასტრონომთა ვარაუდით, ერთი ან ორი, არა ასი, როგორც დიდ გროვებში, მაგალითად, ჩვენსაში.


ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ”კოსმოსური ქსელის” ბნელი სიცარიელეები არანაირ ორგანიზებულ სტრუქტურებს არ შეიცავდნენ და იქაური იშვიათი გალაქტიკები ქაოსურად იყვნენ განაწილებულნი.

  ”ინგლისურ-ავსტრალიური ტელესკოპის” გამოყენებით, ალფასლანმა და მისმა კოლეგებმა ამ სიცარიელეებში, აქამდე თვალთახედვის არეში ვერ მოხვედრილი, სტრუქტურაში ორგანიზებული მცირე რიცხოვანი გალაქტიკები აღმოაჩინეს.

 ”ჩვენ პატარა ”ძაფები” აღმოვაჩინეთ, შემდგარი რამდენიმე გალაქტიკისგან, რომლებიც სივრცის ”ცარიელ” რეგიონებში აღწევენ. ამ ახალ სტრუქტურებს ”საცეცები” შევარქვით” – ამბობს ალფასლანი. საშუალოდ ყოველ ”საცეცში” ექვსი გალაქტიკაა. სტრუქტურის სიგრძეები მხოლოდ რამდენიმე მეგაპარსეკია(1 პარსეკი = 3.26 სინ.წელი).

 აღმოჩენის ავტორთა ვარაუდით, სივრცის ”ცარიელი” რეგიონების(ვოიდები და სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა) ჭეშმარიტი ზომა გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე ითვლებოდა. ხოლო ე.წ. მარტოხელა გალაქტიკები ამ რეგიონებში ”საცეცების” ყველაზე ელვარე გალაქტიკები შეიძლება იყვნენ, რომელთა მკრთალ მოძმეებს გულდსამით ძებნის გარეშე ვერ დავინახავთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.