მათი სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრს არ აჭარბებს, თუმცა რაღაციდან ხომ უნდა დაიწყოს(Nature News)?
ტიტანის ჩრდილოეთ პულუსთან ახლოს(850), ჩრდილო განედზე, რაც დედამიწაზე ფრანც-იოსების მიწის ჩრდილოეთ ნაწილს შეესაბამება, იქაური ზღვებიდან ყველაზე ”არქტიკული” ზღვა მდებარეობს, კიდევ უფრო ჩრდილოეთით მხოლოდ ხმელეთია. ეს პუნგას ზღვაა, 380 კილომეტრი ნაპირიდან ნაპირამდე, შემდგარი თხევადი მეთანისა და ეთანისაგან.
ნასას კუთვნილი აპარატი ”კასინი” 2012-13 წლებში სატურნისეული მთვარის ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღებით ათვალიერებდა და მასზე მზის სხივების უცნაური ციმციმი დააფიქსირა, არეკლილი პუნგას ზღვის ზედაპირიდან.
ჯეისონ ბარნსმა აიდაჰოს უნივერსიტეტიდან მოსქოუში(ა.შ.შ.), ეს ციმციმები გამოიკვლია და დაასკვნა, რომ არსებობს სრული საფუძველი ვიფიქროთ – ეს ტალღებია, პირველი ტალღები, შემჩენეული არამიწიერ ზღვაში.
ამ ტალღებს გიგანტურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: მათი საშუალო სიმაღლე მხოლოდ 2 სანტიმეტრს უტოლდება. ”სერფინგზე არც კი უნდა ვიოცნებოთ” – ხუმრობს ბარნსი. ეს კარგიც არის: ტიტანის შესასწავლად ნასა ზონდის გაგზავნას აპირებს, ძლიერი ტალღები კი აპრატს პრობლემებს შეუქმნიდა(ტიტანს ნავით გამოიკვლევენ).
ამ პატარა ტალღების აღმოჩენა დიდ მოვლენად იქცა! ოკეანოგრაფია მხოლოდ დედამიწისეული მეცნიერება აღარ არის. ტიტანის ზედაპირის ფორმირებაც, განსაკუთრებით, სანაპიროების გასწვრივ, სწორედ ამ ტალღებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ამ დრომდე ტიტანისეული ზღვების ზედაპირზე ქარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. გასაგებია რატომაც: ასეთი დაბალი ტალღების დანახვა, დედამიწაზე უფრო სქელი ატმოსფეროს მქონე ობიექტის ზედაპირზე თითქმის არარეალურია. ასეთი სუსტი ღელვის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ნახშირწყლები, განსაკუთრებით, -2000 ტემპერატურაზე, საკმაოდ ბლანტი სითხეებია, ამიტომ იქაური ზღვები უფრე მეტ ბლანტ მასებს შეიცავს, ვიდრე დედამიწაზე.
გაუგებარია, კონკრეტულად როგორი სიმძლავრის ქარები ქრიან ტიტანის ატმოსფეროში. დასაშვებმა აპარატმა ”ჰიუიგენსმა”(ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური ”კასინი”) იქაური ქარების ხმები ჩაიწერა, თუმცა კონკრეტულ გაზომვებზე საუბარი ჯერ ნაადრევია(ქრისტიან ჰიუიგენსი).
გარდა ამისა, მცირე ზომის ციურ სხეულთა ატმოსფეროებში, ტიტანის ატმოსფერი კი დიდამიწისეულზე ოთხჯერ სქელია, მცირე სიჩქარეების ქარებს უნდა ველოდეთ, ვიდრე დედამიწაზე. ვენერას ზედაპირზე, როგორც ჩანს, ქარის სიჩქარე 3-4 მ/წმ-ს არ აჭარბებს(ვენერაზე ქარები გაძლიერდა).
ადრე, მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ”კასინიდან” გადმოცემულ მონაცემებზე მუშაობდა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უფრო დიდ ზღვაში – ლიგეიას ზღვა(სირინოზი ბერძნ. მით), ”ჯადოსნურ კუნძულად” წოდებული ობიექტი აღმოაჩინა – უჩვეულოდ ელვარე ანარეკლი მეთან-ეთანის ზღვაში. ობიექტი მხოლოდ ერთჯერ იქნა შემჩნეული.
ვერსია იმის სესახებ, რომ ობიქტი ზღვის დონის აწევის გამო გაქრა, მაშინვე გამოირიცხა, რადგან ლიგეას ნაპირებს მოხაზულობა არ შეუცვლია. ეს, ალბათ, ტალღების ჯგუფი ან ფსკერიდან ამოსული ბუშტულები იყო, ან აისბერგის(აისბერგი მოდის) მაგვარი მცურავი მასა(ადრე დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა; ტიტანის ატმოსფეროში პროპილენი აღმოაჩინეს).