ამ სურათზე, პირველად აღმოჩენილი კომპაქტური გალაქტიკური ჯგუფი – სტეფანის კვინტეტია წარმოდგენილი. გამოსახულება შედგენილია ”ჰაბლის მემკვიდრეობის” სახელით ცნობილი მონაცემებით. ეს ჯგუფი დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. სინამდვილეში, ხუთიდან, მხოლოდ ოთხი მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს. “ზედმეტი” გალაქტიკის გამორჩევა არ არის ძნელი. ოთხი ურთიერთქმედი გალაქტიკა (NGC 7319, 7318A, 7318B, DA 7317) მოყვითალო ელფერითა და დამახინჯებული ფორმებით გამოირჩევა, ჩანს მარყუჟები და კუდები, წარმოქმნილი გრავიტაციული მოქცევებით. მოცისფრო და უფრო დიდი გალაქტიკა, NGC 7320, ჩვენთან გაცილებით ახლოსაა – 40 მილიონი სინათლის წელი, ასე რომ ის არ არის ხსენებული ჯგუფის შემადგენელი ნაწილი. NGC 7320-ში ზოგიერთი ცალკეული ვარსკვლავის გარჩევაც კი შეიძლება, რაც მისი სიახლოვის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. სტეფანის კვინტეტის მოძებნა პეგასის თანავარსკვლავედის მიმართულებით არის შესაძლებელი.
სტეფანის კვინტეტი
Posted by