ორმაგი ასტეროიდი დიდიმოსი და მისია DART

 ამ ასტეროიდის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ პატარა თანამგზავრი ჰყავს, რომლის დროებითი სახელი იყო S/2003 (65803) 1. 2020 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა საზოგადოებამ დიმორფოსი უწოდა მას. თანამგზავრის დიამეტრი 150 მეტრია და ასტეროიდის გარშემო 1,1 კილომეტრიანი ორბიტის შემოვლას 11,9 საათს ანდომებს. ასტეროიდის ბრუნვის პერიოდიდან და ზომიდან გამომდინარე ამ სხეულის მასა და სიმკვირვე დადგინდა. დიდიმოსი პოტენციურად საშიშ ასტეროიდს არ წარმოდგენს, რამდენიმე მილიონ კილომეტრზე ახლოს არ მოუხალოვდება ჩვენს პლანეტას.

 დიდიმოსისა და დიმორფოსის რადიოლოკაციური (არესიბოს ტელესკოპი ჩამოიშალა) 14 გამოსახულება (2003 წელი).

 ორბიტის თავისებურების გამო, ეს ასტეროიდი ყველაზე ადვილად წვდომადი ობიექტია დედამიწიდან აფრენილი აპარატებისთვის, რადგან სიჩქარის მინიმალური ცვლილება, რომელიც საჭიროა დედამიწის ახლო ორბიტიდან ამ ასტეროიდთან მისაახლოებელ ტრაექტორიაზე გადასასვლელად სულ რაღაც 5,1 კილომეტრია წამში, მაშინ, როცა მთვარემდე მისასვლელადაც კი 6 კმ/წმ. არის საჭირო. ნაწილობრივ ამიტომაც, ამ ასტეროიდის თანამგზავრი, მისია “აიდას” ორი ზონდის სამიზნე შეიძლება გახდეს, რომლის მსვლელობისას ზონდი AIM (ასტეროიდთან შეჯახების მონიტორი) დააკვირდება თუ როგორ შეეჯახება იონური ძრავით აღჭურვილი ზონდი DART (ორმაგ ასტეროიდთან შეჯახების ტესტირება) (მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრული ძრავის პროტოტიპი), დიდიმოსის პატარა თანამგზავრს 6,5 კმ/წმ. სიჩქარით. გეგმის მიხედვით, მისია “აიდას” აპარატები ასტეროიდს 2022 წელს უნდა შეხვედროდა. მოგვიანებით კი NASA-ESA-ს გეგმები შეიცვალა, ამიტომ ევროპული ზონდი “ჰერა” ამ ასტეროიდისკენ DART-ის მერე წავა. DART-ის გაშვება მოხდება რაკეტამატარებლით “ფალკონ 9“, სავარაუდოდ, 2021 წლის 22 ივლისს. ევროპული “ჰერა” კი რაკეტამატარებელ “არიან-6”-ით (5 ყველაზე დიდი კოსმოდრომი), რომელზეც ორი პატარა თანამზგავრიც იქნება მოთავსებული, ე.წ. “კუბსატები” – APEX, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კონსორციუმმა დაამზადა. მისიის მთავარი ამოცანაა დააზუსტოს, რამდენად შესაძლებელია ასტეორიდის ტრაექტორიის შეცვლა მის თანამგზავზე დარტყმითი ზემოქმედებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.